ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთმა ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი სანქცირებულთა სიაში ჩართო


ხუთშაბათს, რუსეთმა იმ ამერიკელ ოფიციალურ პირთა სია გაზარდა, რომლებსაც ქვეყანაში შესვლა ეკრძალება და ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისთან ერთად, სიაში კიდევ 28 ოფოციალური პირი, ბიზნესმენი და ჟურნალისტი შეიყვანა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ სანქცირებულთ სიაში სხვებთან ერთად მოხვდნენ „ფეისბუქის“ დამფუძნებელი მარკ ზაკერბერგი, თავდაცვის მდივნის მოადგილე ქეთლინ ჰიკსი და პენტაგონის პრეს-მდივანი ჯონ კირბი.

„ამ პირებს რუსეთის ფედერაციაში შესვლა განუსაზღვრელი ვადით ეკრძალება“, ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ, მოსკოვის წინააღმდეგ დასავლური სანქციების ფართო სპექტრი ამუშავდა და კონფლიქტის გაგრძელებასთან ერთად, სანქციების მოცულობაც იზრდება. რუსეთის ეკონომიკა უკვე საგრძნობ სიძნელეებს განიცდის და შესაძლოა დეფოლტშიც კი აღმოჩნდეს.

XS
SM
MD
LG