ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროკავშირი რუსული ენერგო რესურსების ემბარგოზე ვერ თანხმდება


ორშაბათს, გერმანულმა გაზეთმა „დი ველტ“, ევროკავშირის მთავარი დიპლომატის ჯოზეფ ბორელის ციტირება მოახდინა, რომელმაც თქვა, რომ რუსული ნავთობის და გაზის იმპორტზე სრული ემბარგოს ან დამსჯელი ტარიფის დასაწესებლად, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან საკმარისი მხარდაჭერა არ არსებობს.

„ამ წუთისთვის, ევროკავშირს ამ საკითხზე ერთიანი მიდგომა არ გააჩნია“, უთხრა ბორელმა გაზეთს.

ნავთობის ექსპორტი კრემლისთვის უცხოური ვალუტის მთავარი წყაროა. ევროკავშირის შიგნით ბევრი მოწოდება ისმოდა შეწყვეტილიყო რუსული ნავთობის და გაზის შესყიდვა, რადგან ის სინამდვილეში უკრაინაში ომის დაფინანსების წყაროა, რომელსაც რუსეთი „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს.

ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტის მიღებისკენ მოუწოდებს. ბრიუსელი ამზადებს იმ შედეგების სრულ შეფასებას, რომელიც შესაძლოა შემდგომ ზომებს მოჰყვეს, თუ ნავთობის სრული აკრძალვა ამ ზომების ნაწილი იქნება.

ბორელმა თქვა, რომ ამ საკითხის განხილვა ევროკავშირის მომდევნო სამიტზე გაიმართება, რომელიც შემდეგი თვის ბოლოსთვისაა დაგეგმილი. მისი თქმით, ევროკავშირის წევრი ყველა ქვეყანა მუშაობს იმაზე, რომ რუსულ ნავთობსა და გაზზე საკუთარი დამოკიდებულება შეამციროს და სჯერა, რომ საბოლოოდ ბლოკი ამ დამოკიდებულებას შეამცირებს.

XS
SM
MD
LG