ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საბერძნეთში რუსული ნავთობის ტანკერი დააკავეს


რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების ფარგლებში, საბერძნეთმა კუნძულ ევიასთან რუსული ნავთობის ტანკერი დაკავა. ამის შესახებ ინფორმაციას საბერძნეთის სანაპირო დაცვის სამსახური ავრცელებს.

ახალი ყოვლისმომცველი სანქციების ფარგლებში, მიმდინარე თვის დასაწყისში, ევროკავშირმა ბლოკის წევრი 27 ქვეყნის პორტებში, რუსული დროშის ქვეშ მცურავი გემების შესვლა, გარკვეული გამონაკლისებით, აკრძალა.

რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი პეგასი, ბორტზე ეკიპაჟის 19 რუსი წევრით, კარისტოსთან, ევიის სამხრეთ სანაპიროზე დააკავეს, რომელიც საბერძნეთის მატერიკზე, დედაქალაქ ათენის მახლობლად მდებარეობს.

”ის ჩამორთმეული იქნა ევროკავშირის სანქციების ფარგლებში,” - თქვა გადაზიდვების სამინისტროს წარმომადგენელმა. სანაპირო დაცვის სამსახურის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ გემის ნავთობის ტვირთი კონფისკაცია არ მომხდარა.

ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებების ცნობით, რუსული გემი, ძრავზე შექმნილი პრობლემის გამო გახდა იძულებული, ბერძნულ პორტში გაჩერებულიყო.

XS
SM
MD
LG