რომის პაპმა ფრანცისკემ, ვატიკანში წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილ ადამიანებს სააღდგომოდ მიმართა და ისურვა, რომ მსოფლიოში მშვიდობა იყოს. პაპმა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს „უაზრო“ ომი უწოდა.
„მშვიდობა იყოს ომით განადგურებულ უკრაინაში, რომელიც ასე სასტიკად დექვემდებარა ძალადობას, განადგურებას უმოწყალო და უაზრო ომში, რომელშიც ის ჩაითრიეს,“- თქვა პაპმა.
პაპის ამ სიტყვებს წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილი ათასობით ადამიანი ოვაციებით შეხვდა. რომის პაპმა აქვე მიმართა მსოფლიო საზოგადოებას და სთხოვა: „გთხოვთ, გთხოვთ, ნუ შეეჩვევით ომს“
რომის პაპმა ყურადღება გაამახვილა შესაძლო ბირთვულ ომზე, და ბერტრანდ რასელისა და ალბერტ აინშტაინის სიტყვები გაიხსენა: „დავუსვათ ბოლო კაცობრიობას, თუ კაცობრიობა იტყვის უარს ომზე?“
გამოსვლის დროს, პაპს რუსეთის პრეზიდენტი პუტინი არ უხსენებია. რომის პაპმა გამოსვლაში ბირმასა და ავღანეთში შექმნილ რთულ ვითარებაზეც ისაუბრა და თქვა, რომ მსოფლიოში მშვიდობა უნდა იყოს.
„დაე, იყოს მშვიდობიანი გამოსავალი და კუნთების თამაში შეწყდეს იმ დროს, როდესაც ხალხი იტანჯება,“- თქვა პაპმა.
Facebook Forum