ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაპი მორწმუნეებს უკრაინაში მშვიდობისთვის ლოცვისკენ მოუწოდებს 


რომის პაპმა, ფრანცისმა ოთხშაბათს უკრაინაში მშვიდობისთვის წირვა ჩაატარა. პაპმა განაცხადა, რომ იმედი აქვს დიალოგი ცალკეული მხარის ინტერესებზე წინ იქნება დაყენებული. პაპმა ყველა მორწმუნეს, მიუხედავად რელიგიისა მოუწოდა ილოცონ მშვიდობისთვის, იმ ფონზე როცა უკრაინის საზღვარზე ვითარება დაძაბული რჩება.

„მე გთხოვთ ილოცოთ მშვიდობისთვის უკრაინაში და ეს დღის მანძილზე ბევრჯერ გააკეთოთ“, - განაცხადა პაპმა. მან იმედი გამოთქვა, რომ „იარები, შიშები და დაპირისპირება“ გადაილახება.

პაპმა ასევე ისაუბრა უკრაინელი ხალხის წარსულ ტრაგედიაზე და თქვა, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს 5 მილიონი უკრაინელ დაიღუპა, შიმშილისა და „სისასტიკის“ შედეგად. "ისინი გატანჯული ხალხია“, - თქვა პაპმა.

დასავლეთის პასუხი კრემლის მიმართ ერთიანი და უცვლელია
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:04:27 0:00

პაპი „ჰოლოდომორის“ ტრაგედიას გულისხმობდა, როცა საბჭოთა პოლიტიკას იოსებ სტალინის პირობებში, ხორბლის ჩამორთმევას და კოლექტივიზაციას, ასევე რეპრესიებს, 4 მილიონის სიცოცხლე ემსხვერპლა.

XS
SM
MD
LG