საერთაშორისო საზოგადოებამ სერიოზულად უნდა აღიქვას საფრთხე, რომ რუსეთმა, უკრაინაში, შესაძლოა ბირთვულ ირაღი გამოიყენოს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ტელეკომპანია “სიენენ”-თან ინტერვიუში ისაუბრა.
“არა მხოლოდ მე - მეგონა მსოფლიომ, ყველა ქვეყანამ უნდა ინერვიულოს” - განაცხადა ზელენსკიმ, ტელეკომპანიასთან საუბრისას.
ზელენსკის ამ განცხადებას წინ უსწრებდა ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის დირექტორის ბილ ბერნსის განცხადება. ბერნსის თქმით, რუსეთის მიერ, უკრაინაში ბირთვული იარაღის პოტენციურად გამოყენების საფრთხე, არ შეიძლება მსუბუქად იქნას მიღებული. თუმცა, სააგენტოს ჯერ განსაკუთრებული შეშფოთების მიზეზებზე ჯერ არ უსაუბრია.
„პრეზიდენტ [ვლადიმირ] პუტინისა და რუსეთის ხელმძღვანელობის პოტენციური სასოწარკვეთის გათვალისწინებით, იმ წარუმატებლობების გათვალისწინებით, რაც მათ აქამდე სამხედრო თვალსაზრისით განიცადეს, ვერც ერთი ჩვენგანი ვერ მიიღებს მსუბუქად იმ საფრთხეს, რომელიც პოტენციურად მომდინარეობს ბირთვული იარაღის შესახებ” - განაცხადა 14 აპრილს ბერნსმა.
პრეზიდენტი ზელენსკი ამბობს, რომ მოსკოვისთვის ადამიანის სიცოცხლე არაფერს ნიშნავს. ამიტომ ამბობს, რომ რუსეთის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების საფრთხე, უკრაინის გარდა, მთელს მსოფლიოს ინტერესს უნდა იწვევდეს.
24 თებერვალს უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ, კრემლმა განაცხადა, რომ რუსეთის ბირთვული ძალები სრულ მზადყოფნაში მოიყვანა. თუმცა, შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელი აცხადებს, რომ რეალური განლაგების შესახებ “ბევრი პრაქტიკული მტკიცებულება” არ უნახავს.
“ცხადია, ჩვენ ძალიან შეშფოთებულნი ვართ. ვიცი, რომ პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, ძალიან აშფოთებს მესამე მსოფლიო ომის თავიდან არიდების საკითხი, იმ ზღურბლის თავიდან არიდება, რომელზე გადაბიჯებითაც, ბირთვული კონფლიქტი შესაძლებელი გახდება” - აცხადებს აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი.