ამერიკის სენატის დელეგაციამ, რომელიც ბელგრადს სტუმრობს, სერბეთს მოუწოდა შეუერთდნენ დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ, უკრაინაში განახლებული ომის გამო დაწესებულ სანქციებს.
სამი სენატორის დელეგაცია, 19 ააპრილს სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩს შეხვდა და მოუწოდა ბელგრადს მისი საგარეო პოლიტიკა ევროკავშირისას შეუსაბამოს.
„ჩვენ გვესმის, რომ სერბეთს აქვს გრძელვადიანი კულტურული და ეკონომიკური ისტორია რუსეთთან“, - განაცხადა სენატორმა კრის მერფიმ (დემოკრატმა კონექტიკუტიდან) ვუჩიჩთან შეხვედრის შემდეგ. „თუმცა ამ მომენტში არის დიდი რისკი დემოკრატიული თანამეგობრობის წინაშე, რომ არ გვქონდეს ერთიანი მესიჯი, რუსეთის უკრაინაში ქცევის შედეგების გარშემო“, - განაცხადა მან.
პრესკონფერენციაზე საუბრისას, მან თქვა, რომ ვაშინგტონი იმედოვნებს, რომ დადგება სერბეთის გვერდით „მომავალ კვირებსა და თვეებში, რათა რუსეთს ნათელი მესიჯი გაუგზავნოს“.
მერფისთან ერთად სერბეთში, სენატორი ჯინ შაჰინი (დემოკრატი ნიუ-ჰემფშირიდან) და სენატორი ტომ ტილისი ჩავიდნენ (რესპუბლიკელი ჩრდილოეთ კაროლინიდან).
სენატორმა შაჰინმა განაცხადა, რომ პრეზიდენტმა ვუჩიჩმა მათთან საუბარში თქვა, რომ სერბეთის მომავალი ევროპაშია. სწორედ ამიტომ, მისი თქმით სერბეთმა უნდა იმოქმედოს ბრიუსელთან ერთად.
„თუ [დასავლური ინტეგრაციაა] მიზანი, მაშინ საგარეო პოლიტიკის შეფასება, რომელიც ახლა ევროკავშირს აქვს, ძალიან მნიშვნელოვანია“, - თქვა მან.
სერბეთი საკუთარი ენერგორესურსებით თითქმის სრულად რუსეთზეა დამოკიდებული. ვუჩიჩი ამბობს, რომ ბელგრადის ტრადიციულ მოკავშირეზე სანქციების დაწესება სერბეთისთვის რთული იქნება. სერბეთმა სანქციებზე უარის პარალელურად, მხარი დაუჭირა გაეროში უკრაინაში რუსეთის ქმედებების დამგმობ რეზოლუციას.
სენატორებმა ასევე აღნიშნეს, რომ თუ სერბეთს რეალურად სურს ევროკავშირში შესვლა, მათ უნდა გადახედონ რუსული და ჩინური იარაღით შეიარაღების საკითხს.
„გრძელვადიან პერიოდში, ყველა ქვეყანამ უნდა გადაწყვიტოს, რამდენადაა მათი უსაფრთხოების ინტერესები ჩინეთთან შესაბამისობაში“, - თქვა მერფიმ. „თუ სერბეთის სურვილია ევროკავშირის წევრი გახდეს, მაშინ მათ გრძელვადიან ინტერესებში არ შედის უსაფრთხოების თანამშრომლობა ჩინეთთან“, - თქვა მან.
თვის დასაწყისში ჩინეთმა ბელგრადს საჰაერო თავდაცვის სისტემები გადასცა, მიუხედავად ამერიკის გაფრთხილებისა, რომ თუ სერბეთს სურს დასავლური ინტეგრაცია, მაშინ მისი თავდაცვა უნდა იყოს შესაბამისობაში დასავლურ სტანდარტებთან.