ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ომი უკრაინაში - ბაიდენი მოკავშირეებს ვიდეო ზარით ესაუბრა


უკრაინაში მიმდინარე ომი ამერიკისა და პარტნიორი სახელმწიფოების ლიდერების ონლაინ შეხვედრაზე, მთავარი განსახილველი საკითხი იყო. ინფორმაციას ამის შესახებ თეთრი სახლი ავრცელებს. ლიდერებს შორის კომუნიკაცია დაახლოებით 2 საათს გაგრძელდა. შეხვედრა მას შემდეგ იქნა მოწვეული, რაც რუსეთმა უკრაინის აღმოსავლეთში აქტიური იერიში დაიწყო.

შეხვედრაზე განხილული იყო უკრაინაში არსებული ვითარება, სანციები რუსეთის წინააღმდეგ და სამხედრო დახმარების საკითხი, რომელსაც ამერიკა და პარტიორი ქვეყნები უკრაინას აწვდიან.

თეთრი სახლის ინფორმაციით პრეზიდენტი ბაიდენი ვიდეო ზარით ესაუბრა კანადის, საფრანგეთის, გერმანიის, იაპონიის, პოლონეთის, რუმინეთის და დიდი ბრიტანეთის ლიდერებს. შეხვედრაში მონაწილეოდნენ ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი ასევე, ევრსაბჭოსა და ევროკომისიის პრეზიდენტები.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა პრესკონფერენცია გამართა და თქვა, რომ ბერლინი პარტნიორებთან ერთად იმუშავებს იმისთვის, რომ დასავლეთმა უკრაინას შორმანძილზე იერიშის მისატანად საჭირო შეიარაღებას მიაწოდოს. თუმცა გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, რომ ბერლინმა ამოწურა რესურსი იმისა, რისი გადაცემაც უკრაინისთვის შეუძლია. მან თქვა, რომ გერმანია ამისთვის თანხებს გაიღებს და სამხედრო ინდუსტრიასთან მოლაპარაკებებს გააგრძელებს.

კვირის დასაწყისში ასევე ცნობილი გახდა, რომ გერმანია უკრაინას უახლოეს პერიოდში 1 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარებას გადასცემს. ბერლინს აკრიტიკებენ, რომ ის აფერხებს "მძიმე შეიარაღების" უკრაინისთვის გადაცემას.

შეკითხვაზე, გადასცემს თუ არა ბერლინი კიევს „ლეოპარდ 1“ ტიპის ტანკებს, შოლცმა აღნიშნა, რომ ამ საკითხზე დასავლელი მოკავშირეები მივიდნენ დასკვნამდე, რომ კიევისთვის ყველაზე შესაფერისი იმ შეიარაღების გადაცემაა, რომლის გამოყენებაც უკრაინელმა სამხედროებმა უკვე იციან. აქამდე კომპანია „რაინმეტალი“ მზად იყო უკრაინაში დაუყონებლივ გაეგზავნა 50 ტანკი.

გერმანიამ კიევში შესაძლოა ტანკები "ლეოპარდ-1" გააგზავნოს
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:58 0:00

პარალელურად, ამერიკული დახმარების ნაწილი უკვე უკრაინაშია, ამის შესახებ ინფორმაცია პენტაგონმა გუშინ გაავრცელა. 800 მილიონი ამერიკული დოლარის დამატებითი სამხედრო დახმარების ნაწილი კი უკრაინას უახლოეს დღეებში გადაეცემა. დახმარება მოიცავს “MI 17 ტიპის“ 11 ვერმფრენს და ამერიკულ ჰაუბიცებსაც, რომლის გამოყენებასაც უკრაინელ სამხედროებს ამერიკელი ტრენერები ასწავლიან.

ვაშინგტონი კიევს "ჰაუბიცებს" უგზავნის
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:01:14 0:00

პენტაგონს არ დაუკონკრეტებია როდის დაიწყება და სად გაიმართება სამხედრო სწავლება. (ვრცლად ამერიკული სამხედრო დახმარების შესახებ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.)

სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით 2 საათიანი შეხვედრის დროს განხილული იყო რუსეთისთვის ეკონომიკური სანქციების გაფართოების საკითხიც. თუმცა ამ დროისთვის დამატებითი დეტალები ცნობილი არ არის.

თეთრი სახლის პრესსპიკერმა 18 აპრილს თქვა, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია რუსეთისთვის დამატებითი სანქციების დაწესებაზე მუშაობს, თუმცა ჯენ საკის დეტალებზე არ უსაუბრია.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG