ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთის მოთხოვნა მარიუპოლის მცველებს: აზოვსტალის ტერიტორია ჩააბარონ


აზოვსტალის რკინის ქარხანა, მარიუპოლი, უკრაინა. ფოტო გადაღებულია სატელიტიდან 2022 წლის 9 აპრილს.
აზოვსტალის რკინის ქარხანა, მარიუპოლი, უკრაინა. ფოტო გადაღებულია სატელიტიდან 2022 წლის 9 აპრილს.

რუსეთმა მარიუპოლში, "აზოვსტალის" ფოლადის ქარხნის ტერიტორიაზე გამაგრებულ უკრაინელ სამხედროებს მოსთხოვა, რომ იარაღი დაყარონ და დანებდნენ.

მარიუპოლი უკრაინაში ომის დაწყების პირველივე დღიდან განსაკუთრებული შეტევის სამიზნეა. ქალაქი რუს სამხედროებს რამდენიმე კვირაა, რაც ალყაში აქვთ მოქცეული, თუმცა სრული კონტროლი ქალაქზე ჯერ ისევ არ აქვთ.

უკრაინის ოფიციალური პირების თქმით, 1,000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქაალაქე მიწიქვეშა სამალავში იმალება, რომელიც სწორედ აზოვსტალის ქარხნის ქვეშაა მოწყობილი. უკრაინული მხარე ამბობს, რომ ეს ტერიორია რუსეთის მხრიდან აქტიურად იბომბება.

 ლვივში დღეს „საკონტეინერო ქალაქი“ გაიხსნა
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:30 0:00

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განცხადება გამოაქვეყნა, სადაც წერია, რომ თუ უკრაინელი ჯარისკაცები მოსკოვის დროით, შუადღის 2-დან 4-საათამდე შუალედში იარაღს დაყრიან და დანებდებიან, მაშინ მათ რუსი სამხედროები სიცოცხლეს შეუნარჩუნებენ.

დღესვე, მოსკოვმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აზოვსტალის ტერიტორიას შეუტევენ და ეცდებიან, რომ ის რააც შეიძლება სწრაფად დაიკავონ.

XS
SM
MD
LG