ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პოლონეთი მზად არის დამატებით 10 000 უკრაინელ სამხედროს უმკურნალოს


მას შემდეგ რაც რუსეთმა უკრაინის აღმოსავლეთზე იერიში განაახლა, პოლონეთის აცხადებს, რომ მზად არის საჭიროების შემთხვევაში დამატებით 10 000 უკრაინელი სამხედრო მიიღოს და მათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინოს.

განცხადება ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუ მორავიეცკიმ ლვოვში ყოფნის დროს გააკეთა. მისი თქმით, პოლონეთი უკვე მკურნალობს „რამდენიმე ათეულ“ ჯარისკაცსს და მეტის მისაღებად მზად არის.

„ჩვენ, საჭიროების შემთხვევაში, მზად ვართ მივიღოთ მინიმუმ 10 000 ჯარისკაცი... ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ უკრაინიდან ყველა დაჭრილი ჯარისკაცი მივიღოთ და ვუმკურნალოთ,“- თქვა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა.

კვირას ტელეკომპანია CNN-თან საუბრის დროს უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ომის განახლებიდან 2 თვის თავზე უკრაინამ 2 500-დან 3 000 სამხედრო დაკარგა, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა 10 000 შეადგენს.

პოლონეთი პარალელურად უკრაინიდან მილიონობით ლტოლვილს მასპინძლობს. ლვივში დღეს „საკონტეინერო ქალაქი“ გაიხსნა, სადაც 300-350 დევნილის დროებით განთავსება მოხდება. ქალაქს სრულად პოლონეთის ხელისუფლება დააფინანსებს.

 ლვივში დღეს „საკონტეინერო ქალაქი“ გაიხსნა
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:30 0:00

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG