ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლიეტუვამ "Z"-ს საჯაროდ გამოფენა აკრძალა


სამშაბათს, ლიეტუვის პარლამენტმა კენჭი უყარა აკრძალვას, რომელიც ასო “Z”, წმ. გიორგის შავ-ნარინჯისფერი ლენტების და სხვა სიმბოლოების საჯაროდ გამოფენას ეხება, რომლებიც რუსეთის უკრაინაში შეჭრის მხარდაჭერის გამოხატვად აღიქმება.

უკრაინაში მოქმედ რუსული სამხედრო ტექნიკაზე ასო “Z” გამორჩეულად არის აღნიშნული და ეს ნიშანი სოციალურ მედიაში და ტანსაცმელზეც იწყებს გამოჩენას, რაც ომის მხარდაჭერას გამოხატავს.

წმ. გიორგის ლენტმა, რომელიც როგორც საპატიო ატრიბუტი პირველად ეკატერინე დიდმა შემოიღო, რუსულენოვან სამყაროში გაზრდილი მნიშვნელობა 2014 წლის შემდეგ შეიძინა, როდესაც აღმოსავლეთ უკრაინის სეპარატისტებმა ის რუსეთის მხარდამჭერ სიმბოლოდ მიიღეს.

პარლამენტის მიერ ადრე მიღებულ აკრძალვას, რომელიც საბჭოთა და ნაცისტური სიმბოლიკის საჯაროდ გამოფენას ეხებოდა, დაემატა დებულება: „ტოტალიტარული ან ავტორიტარული რეჟიმების სიმბოლიკა, რომელიც ადრე გამოიყენებოდა ან ახლა გამოიყენება, რათა წაახალისოს სამხედრო აგრესია, დანაშაულები კაცობრიობის წინააღმდეგ და ომის დანაშაულები, რომელიც მათ მიერ არის ჩადენილი.“

კანონმდებლებმა ასევე აკრძალვის დარღვევაზე ჯარიმების გაზრდა დაამტკიცეს, რომელიც კერძო პირებისთვის 900 ევრომდე, ხოლო ბიზნესებისთვის 1500 ევრომდე გაიზარდა.

XS
SM
MD
LG