ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოსკოვში სამუშაოს გარეშე 200,000 ადამიანი რჩება


რუსეთის დედაქალაქში, 200,000 ადამიანი კარგავს სამსახურს, მას შემდეგ რაც დასავლურმა კომპანიებმა იქ მუშაობა შეწყვიტეს. აღნიშნულის შესახებ განცხადება, რუსეთის მერმა სერგეი სობიანინმა გააკეთა. მთავრობამ 41 მილიონი დოლარის ოდენობის დასაქმების პროგრამა დაამტკიცა, რაც „სოციალურად მნიშვნელოვან“ დროებით სამუშაოს და გადამზადებას ითვალისწინებს.

რუსეთი ასობით დასავლურმა კომპანიამ დატოვა მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში, არაპროვოცირებული ომი დაიწყო.

სობინიანმა თქვა, რომ ახალი პროგრამის მიზანი 58,000 ადამიანის დახმარებაა, რომლებმაც უცხოურ კომპანიებში სამუშაო ადგილი დაკარგეს. მათგან 12,500 გადამზადებას გაივლის.

მერმა თქვა, რომ ხალხს, რომლებიც უსამსახუროდ დარჩნენ, შეეძლებათ საჯარო სამუშაოს შესრულება ქალაქის სხვადასხვა სტრუქტურაში, პარკებში და ა.შ.

ექსპერტები ელიან, რომ სანქციებს რუსეთზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური გავლენა ექნება და რომ რუსეთის ეკონომიკა რეცესიაში შევა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG