უკრაინაში კონფლიქტის შესახებ მომზადებული სტატიის გამო, რუსეთმა The Moscow Times-ის რუსულენოვანი ვებგვერდი დაბლოკა. ამის შესახებ დღეს გამოცემამ გააკეთა განცხადება.
შეზღუდვები ამ დრომდე არ შეხებია ინგლისურენოვან ვებგვერდს, თუმცა რუსულმა ინტერნეტ-პროვაიდერებმა, "როსკომნადზორის" შეტყობინების შემდეგ, რუსულენოვანი ვერსიის დაბლოკვა დაიწყო.
გამოცემა აცხადებს, რომ სტატია, რომლსაც ეს გადაწყვეტილება მოჰყვა, ეხებოდა იმას, „რასაც ხელისუფლება ცრუ ინფორმაციის გავრცელებას უწოდებს“. მასალაში საუბრობდნენ რუსეთის სპეცრაზმის ოფირებზე, რომლებიც უკრაინასთან ბრძოლაზე უარს ამბობენ.
კომუნიკაციების საზედამხედველო რუსული სამსახური მომხდარის შესახებ ამ დრომდე კომენტარს არ აკეთებს.
უკრაინის წინააღმდეგ არაპროვოცირებული ომის დაწყების შემდეგ, რასაც კრემლი დღემდე სპეციალურ სამხედრო ოპერაციას უწოდებს, მოსკოვმა კონფლიქტის გაშუქებაზე მკაცრი შეზღუდვები დააწესა და დასავლური მედიის ნაწილი სრულად დაბლოკა.