ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მარიუპოლი, როგორც უკრაინის მტკიცე წინააღმდეგობის სიმბოლო


რუსული ბლოკადისა და დაუნდობელი დაბომბვის მიუხედავად, მარიუპოლის მთავარი პორტი ჯერ კიდევ რჩება უკრაინის მტკიცე წინააღმდეგობის სიმბოლოდ, რომელმაც ჩაშალა კრემლის გეგმები.

აზოვის ზღვის სანაპიროს წარსულში ხმაურიანი ქალაქის ნანგრევებზე, ალყის დაწყებიდან ექვს კვირაზე მეტი ხნის შემდეგ, უკრაინული ჯარები აგრძელებს ბრძოლას აშკარა უპირატესობის მქონე რუსეთის ძალების წინააღმდეგ.

მერის თქმით, ახლა ქალაქში დაახლოებით 120 000 ადამიანი რჩება. მარიუპოლის ომამდელი მოსახლეობა დაახლოებით 450 000 იყო.

უკრაინელების ბრძოლამ ყველანაირი შანსების წინააღმდეგ გაანადგურა მოსკოვის გეგმები და აყოვნებს რუსეთის დაგეგმილი შეტევის დაწყებას აღმოსავლეთ უკრაინის ინდუსტრიულ ცენტრში, დონბასში. უკრაინის დედაქალაქ კიევზე სწრაფი შტურმის მცდელობის დამამცირებელი მარცხის შემდეგ, კრემლი იმედოვნებს, რომ აღმოსავლეთში განხორციელებულმა თავდასხმამ შეიძლება შეცვალოს რუსეთის ბედი ბრძოლის ველზე.

ოთხი გზა - როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:04:29 0:00

XS
SM
MD
LG