ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოლდოვამ რუსული აგრესიის სიმბოლოები აკრძლა


მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ ხელი მოაწერა კანონპროექტს, რომელიც კრძალავს ე.წ. გეორგიევსკის ლენტს, რუსული პატრიოტიზმისა და უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის შავ და ნარინჯისფერ სამხედრო სიმბოლოს, ასევე ნიშანს "Z" და "V", რომელსაც რუსული შეიარაღებული ძალები იყენებს.

ტანკეები და ჯავშანტექნიკა, რომლითაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და არაპროვოცირებულ ომს აწარმოებს, სწორედ ამ სიმბოლოებითაა მონიშნული.

სანდუმ მხარი დაუჭირა კანონს, რომელიც აკრძალული სიმბოლოების დამზადებისთვის, ტარებისთვის ან დემონსტრირებისთვის, მინიმუმ 900 ლეის იდენობით ჯარიმას ითვალისწინებს, რაც 49 ამერიკული დოლარია.

“სიმბოლოებთან ბრძოლა, სიღარიბესთან ბრძოლის ნაცვლად” - ასე გამოეხმაურა გადაწყვეტილებას მოლდოვის ყოფილი პრეზიდენტი. იგორ დოდონმა, კანონმდებლობა ამ ხელმოწერის გამო მაია სანდუ გააკრიტიკა.

19 აპრილს, იგივე აკრძალვები კანინად აქცია ლიეტვუამ.

გასულ კვირაში, რუსული სიმბოლოები საზოგადოებრივ ადგილებში, რეკლამებში, ტანსაცმელში, მედიასა და სოციალურ ქსელებში, ასევე აკრძლეს უკრაინელმა კანონმდებლებმა.

XS
SM
MD
LG