ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საერთაშორისო კრიმინალური სასამართლო, ომის დანაშაულების გამომძიებელ გუნდს შეუერთდება


ორშაბათს, ევროკავშირის კრიმინალური იუსტიციის თანამშრომლობის სააგენტომ განაცხადა, რომ საერთაშორისო კრიმინალური სასამართლო გახდება იმ გაერთიანებული გუნდის ნაწილი, რომელიც რუსეთის შეჭრის შემდეგ, უკრაინაში სავარაუდო ომის დანაშაულებს იძიებს.

საერთაშორისო კრიმინალური სასამართლოს პროკურორმა ქარიმ ხანმა და ლიეტუვის, პოლონეთის და უკრაინის გენერალურმა პროკურორებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლითაც ომის დანაშაულების საერთაშორისო ტრიბუნალი, საგამოძიებო გუნდში მონაწილეობას პირველად მიიღებს, განაცხადა ევროპულმა სააგენტომ.

„ამ შეთანხმებით, მონაწილეები აჟღერებენ მკაფიო გზავნილს, რომ ყველა ღონეს მიმართავენ, რათა უკრაინაში ჩადენილ დიდ საერთაშორისო დანაშაულებზე სამხილები ეფექტურად შეაგროვონ და დამნაშავეები მართლმსაჯულებას გადასცენ“, ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

ლიეტუვამ, პოლონეთმა და უკრაინამ გასულ თვეში ხელი მოაწერეს შეთანხმებას გუნდის შექმნის შესახებ, რომლითაც საეჭვო ომის და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებზე ინფორმაციის გაცვლა და მოკვლევა გახდება შესაძლებელი.

გასულ თვეში პროკურორმა ხანმა შესაძლო ომის დანაშაულებზე გამოძიება დაიწყო, რაც სასამართლოს წევრი ქვეყნების უმაგალითო რაოდენობის მიერ წარმოდგენილ თხოვნებს მოჰყვა.

XS
SM
MD
LG