ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პუტინის თქმით "აზოვსტალის" შტურმი "არაპრაქტიკულია"


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, თავდაცვის მინისტრს სერგეი შოიგუს დაავალა, რუსული ჯარის ალყაში მყოფ მარიუპოლში გააუქმოს აზოვსტალის ფოლადის ქარხნის შტურმის გეგმები. მოსკოვის გადაწყვეტილების მიზანი რუსი სამხედროების დანაკარგების თავიდან არიდებაა. პუტინის თქმით, ამის ნაცვლად ქარხნის ბლოკადის გაგრძელებაა მიზანშეწონილი.

შოიგუსთან, ტელევიზიით ტრანსლირებული შეხვედრისას, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა თქვა, რომ „მთელი მარიუპოლი რუსული არმიის კონტროლის ქვეშაა“. რუსეთის მხარე აცხადებს, რომ ქალაქი მათ დაიკავეს, მისი რამდენიმეკვირიანი დაბომბვის შემდეგ. მარიუპოლში ათობით ათასი ადამიანია მომწყვდეული, როგორც ჰუმანიტარული დახმარების მიმწოდებლები ამბობენ „აპოკალიპტურ“ პირობებში.

შოიგუმ პუტინს უთხრა, რომ აზოვსტალის ქარხანის მიწისქვეშა ნაწილში 2000 უკრაინელი სამხედროა. მან რუსეთის პრეზიდენტს განუცხადა, რომ მოსკოვს რამდენიმე დღე დასჭირდება, რათა „დაასრულოს“ ქარხნის აღება. ხოლო უკრაინა აცხადებს, რომ ქარხანაში 1000 მშვიდობიანი მოქალაქე და 500 დაჭრილი ჯარისკაცი იმყოფება. პუტინმა შეხვედრზე თქვა, რომ „არააპრაქტიკულია“ ინდუსტრიული კომპლექსის „კატაკომბებში ჩასვლა“.

პარალელურად რუსეთი აგრძელებს აღმოსავლეთ უკრაინაში შეტევას, იმ ფონზე როცა უკრაინული მხარე რუსეთს "უპირობო" სპეციალურ მოლაპარაკებებს სთავაზობს მარიუპოლის ბედის გარშემო.

"დღეს ქალაქის მცველებთან საუბრის დროს, ჩვენ გამოვედით წინადადებით ჩავატაროთ პირდაპირი მოლაპარაკებები, ადგილზე, ჩვენი სამხედრო გარნიზონის ევაკუაციის შესახებ", - თქვა დავით არახამიამ საკუთარ "ტელეგრამ" არხზე.

ბრიტანული დაზვერვის ინფორმაციით, რუსული ძალები დონბასში, ქალაქ კრამატორსკისკენ მიიწევენ. ქალაქზე სარაკეტო თავდასხმები ხორციელდება. რუსეთი ომის, მის მიერ განცხადებულ, მეორე ეტაპზე, ლონდონის თქმით, აქტიურად იყენებს საავიაციო მხარდაჭერას იერიშისთვის. მიზანი დაზვერვის თქმით "უკრაინული საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების დაჯაბნა და განადგურებაა'.

მას შემდეგ რაც ომის თითქმის ორი თვის თავზე, რუსეთმა ვერ მოახერხა, უკრაინის დედაქალაქის კიევის და სხვა სტრატეგიული ქალაქების აღება, ახლა მოსკოვი აცხადებს რომ მათი მიზანი, დონბასის რეგიონის „გათავისუფლებაა“.

რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. მოსკოვი ომს "სამხედრო ოპერაციას" უწოდებს და აქამდე აცხადებდა, რომ მიზანი უკრაინის "დენაციფიკაცია" იყო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG