ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სავალუტო ფონდი გლობალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზს ცვლის


საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გლობალური ეკონომიკური ზრდის თაობაზე პროგნოზი თითქმის სრული პროცენტით შეამცირა. ორგანიზაციის განმარტებით, ამის მიზეზი უკრაინაში რუსეთის მიერ წამოწყებული ომია, ინფლაცია კი ახლა ნათელი და უკვე საგრძნობი საფრთხეა ბევრი ქვეყნისთვის.

ფონდის განცხადებით, ომი სავარაუდოდ კიდევ უფრო გააძლიერებს ინფლაციას. ამასთან, დასავლეთის სანქციების გამკაცრება რუსეთის ენერგო ექსპორტზე ასევე მნიშვნელოვან როლს ითამაშებს. ფონდი გლობალური ეკონომიკური ზრდის რისკებს შორის ასახელებს ჩინეთში კოვიდ-19-თან დაკავშირებით გამკაცრებულ შეზღუდვებსაც.

ფასების ზრდამ საკვებზე, ენერგიასა და სხვა პროდუქტებზე, სავალუტო ფონდის შეფასებით, შესაძლოა სოციალური დაპირისპირება და პროტესტიც გამოიწვიოს, განსაკუთრებით კი განვითარებად ქვეყნებში.

სავალუტო ფონდი გლობალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზს წელს უკვე მეორედ ამცირებს. ამჟამინდელი შეფასებით, მოსალოდნელი ზრდა 3.6% იქნება როგორც 2022, ისე - 2023 წლებში.

XS
SM
MD
LG