ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ, ბრიტანეთი და კანადა უკრაინას საარტილერიო შეიარაღებას მიაწვდიან


სამშაბათს, შეერთებული შტატების, ბრიტანეთის და კანადის ლიდერებმა პირობა დადეს, რომ უკრაინის აღმოსავლეთში რუსული ტოტალური თავდასხმის პირობებში, ქვეყანას მეტ საარტილერიო შეიარაღებას მიაწვდიან.

საკითხში გარკვეულმა რამდენიმე წყარომ სამშაბათს თქვა, რომ მოსალოდნელია უახლოეს დღეებში, ბაიდენი უკრაინისთვის დამატებითი სამხედრო დახმარების პაკეტის შესახებ გამოაცხადებს, რომელიც გასულ კვირაში გამოცხადებული 800 მილიონი დოლარის მოცულობის პაკეტის ტოლფასი იქნება.

თუ ეს პაკეტი ასეთი ზომის აღმოჩნდება, უკრაინისადმი შეერთებული შტატების მთლიანი სამხედრო დახმარების მოცულობა 3 მილიარდ დოლარს გადააჭარბებს.

როდესაც ნიუ-ჰემფშირში ვიზიტისას ჟურნალისტებმა ბაიდენს ჰკითხეს, შეერთებული შტატები უკრაინას მეტ არტილერიას თუ მიაწვდიდა, მისი პასუხი იყო - „დიახ“.

ლონდონში პრემიერმა ჯონსონმა კანონმდებლებს უთხრა, რომ კონფლიქტი საარტილერიო კონფლიქტად იქცა და უკრაინას მეტი არტილერიით დახმარება სჭირდება. მან თქვა, რომ სხვა სახის მხარდაჭერასთან ერთად, ბრიტანეთი უკრაინას საარტილერიო შეიარაღებას მიაწვდის.

ტრუდომ განაცხადა, რომ კანადა მძიმე არტილერია გაგზავნის და დამატებითი დეტალების გამოქვეყნების პირობა დადო.

XS
SM
MD
LG