ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინელი სამხედროები ბრიტანეთში წვრთნას გადიან


გაერთიანებული სამეფოს პრემიერი ბორის ჯონსონი
გაერთიანებული სამეფოს პრემიერი ბორის ჯონსონი

პირველად, უკრაინაში რუსეთის მეორე შეჭრიდან, გაერთიანებულ სამეფოში უკრაინელ სამხედროთა მცირე ჯგუფს წვრთნიან. ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი უკრაინის მხარდაჭერას აძლიერებს. პრემიერის პრეს-სპიკერის განმარტებით, უკრაინელმა სამხედროებმა ბრიტანეთის მიერ გადაცემული ჯავშანტექნიკით წვრთნა ამ თვეში დაიწყეს.

გაერთიანებული სამეფო უკრაინას 120-მდე საპატრულო ჯავშანტრანსპორტიორს აძლევს, მათ შორის "მასტიფის" ტიპის სამხედრო მანქანებს, რომელთა გამოყენება შესაძლებელია, როგორც საპატრულო ან სადაზვერვო ტრანსპორტის. პრეს-სპიკერი ამბობს, რომ ბრიტანეთი სხვა მოკავშირეებთან ერთად, უკრაინულ ჯარს აწვდის ისეთ შეიარაღებასა და აღჭურვილობას, რომელიც შესაძლოა, მათ აქამდე არ გამოუყენებიათ და მათ ის სრულად და საუკეთესოდ უნდა გამოიყენონ.

"ჩვენ ყოველთვის ვფრთხილობდით [სიტუაციის] გამამწვავებელი ნაბიჯების თაობაზე, მაგრამ გამამწვავებელი მხოლოდ ვლადიმირ პუტინის რეჟიმის ქმედებებია", - განმარტა ბორის ჯონსონის პრეს-სპიკერმა.

24 თებერვალს, რუსეთის მიერ უკრაინაზე ფართომასშტაბიანი თავდასხმის დღიდან, ბრიტანეთის პრემიერი ერთ-ერთი ლიდერია მსოფლიოს პირველ-პირებს შორის, უკრაინის გამოკვეთილი მხარდაჭერისა და მისთვის სამხედრო დახმარების მიწოდების თვალსაზრისით. ჯონსონი სისტემატურად ესაუბრება უკრაინის პრეზიდენტს ტელეფონით და მხარდაჭერის გამოსახატად კიევშიც იყო ჩასული.

XS
SM
MD
LG