ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯო ბაიდენი უკრაინას დამატებით 800 მილიონიან სამხედრო დახმარებას გადასცემს


ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დღეს თეთრ სახლში გაკეთებული განცხადების დროს, უკრაინისთვის დამატებით 800 მილიონი აშშ დოლარის სამხედრო დახმარების შესახებ გამოაცხადა. მისი თქმით, 800-მილიონიანი სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის მიზანია კიდევ უფრო გაძლიერდეს "უკრაინის აღმოსავლეთში, დონბასის რეგიონში ბრძოლისუნარიანობა". მან ასევე დასძინა, რომ ახალი პაკეტი მოიცავს მძიმე არტილერიას და თვითმფრინავებს, ასევე საბრძოლო მასალას.

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთმა კამპანია მიმართა აღმოსავლეთ უკრაინაში ახალი ტერიტორიების ხელში ჩაგდებაზე და ამერიკის მთავრობის ადმინისტრაცია მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად რამდენადაც შესაძლებელია სწრაფად მოქმედებს იმისთვის, რომ უკრაინას გადაეცეს იარაღი, რომელიც მას ესაჭიროება.

პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა დამატებით ეკონომიკურ დახმარებაზე უკრაინისთვის. ჯო ბაიდენის განმარტებით, გარდა იმისა, რომ აშშ გააძლიერებს უკრაინის წინააღმდეგობას ბრძოლის ველზე, ასევე იქნება მხარდაჭერა უკრაინელი ხალხის მიმართ. “ჩვენ ვაპირებთ დამატებით 500 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფას პირდაპირი ეკონომიკური დახმარებისთვის“ , - განაცხადა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა.

XS
SM
MD
LG