ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პუტინი დასავლეთს „ტერორში“ ადანაშაულებს


ვლადიმირ პუტინმა დღეს დასავლეთი რუსეთის განადგურების მცდელობაში დაადანაშაულა და პროკურორებს მოუწოდა მკაცრი ხაზი გაატარონ უცხოელი ჯაშუშების საქმიანობის მიმართ, რასაც თავად ქვეყნის დაყოფისა და შეიარაღებული ძალების დისკრედიტაციის მიზნით შეთქმულებას უწოდებს.

გარდა ამისა, თავდაცვის მინისტრის თანდასწრებით პროკურორებთან საუბრისას, პუტინმა ბრალი დასდო დასავლეთს უკრაინის წაქეზებაში, რუს ჟურნალისტებზე თავდასხმა განახორციელოს. კიევი ბრალდებას უარყოფს.

პუტინის თქმით, ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა, „ტერორისტული დაჯგუფების“ მიერ, რუსი ტლეჟურნალისტის, ვლადიმირ სოლოვიევის მკვლელობის მცდელობა აღკვეთა.

„ისინი ტერორზე გადავიდნენ, ჩვენი ჟურნალისტების მკვლელობას ამზადებენ“ - განაცხადა პუტინმა დასავლეთის შესახებ, თუმცა ბრალდებების დამადასტურებელი მტკიცებულებები არ წარმოუდგენია.

ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, ალექსანდრე ბორტნიკოვი აცხადებს, რომ რუსი ჟურნალისის, სოლოვიევის მკლელობას რუსეთის ექვს ნეო-ნაციონალისტი მოქალქე, უკრაინის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბრძანებით ცდილობდა.

უკრანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური რუსეთის იერ წაყენებულ ბრალდებებს უარყოფს. უწყება ბრალდებებს მოსკოვის ფანტაზიებ უწოდებს და გავრცელებულ განცხადებაში ამბობს, რომ „უკრაინის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, სოლოვიევის მკვლელობას არ გეგმავს“.

თავის მხრივ, სოლოვიევმა რუსეთის უსაფრთხოების სამსახურს მადლობა გადაუხადა.

პუტინის მტკიცებით, მას შემდეგ რაც დასავლეთმა ვერ მოახერხა საკუთარი გეგმები რეალიზება, უკრაინას რუსეთი ომში დაემარცხებინა, ახალი გეგმის განხორციელებაზე გადავიდა - თავად რუსეთის განადგურებაზე.

„ახალი დავალება გაჩნდა, - რუსული საზოგადოების დაყოფა და რუსეთის განადგურება“ - აცხადებს პუტინი, თუმცა მისი თქმით, ეს გეგმა „არ მუშაობს“.

ვლადიმირ პუტინის თქმით, რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთი ჯაშუშები ასევე იყენებენ უცხოურ მედიასა და სოციალურ ქსელებს ამიტომ, პროკურრებს ე.წ. ყალბი ამბების წინააღმდეგ ბრძოლისკენ მიუთითა.

უკრაინის წინააღმდეგ არაპროვოცირებული ომის დაწყებიდან ორ კვირაში, პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელის მიხედვით რუსეთის სამხედრო ძალების დისკრედიტაციის მიზნით, „ყალბი ამბების“ გავრცლება 15 წლის თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

24 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის ხელახალი შეჭრისა და ომის შედეგად, ათასობით ადამიანი დაიღუპა, მილიონობით უკრაინელი კი იძულებული გახდა საცხოვრებელი დაეტოვებინა.

XS
SM
MD
LG