„კიევის უსაფრთხოების კომპაქტი“ - ეს არის დოკუმენტი, რომელზეც ყოფილი მაღალი რანგის ოფიციალური პირებით დაკომპლექტებულმა ჯგუფმა იმუშავა. ნატოს ყოფილი გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენისა და უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის თანათავმჯდომარეობით, ჯგუფმა უკრაინის უსაფრთხოების საერთაშორისო გარანტიების უზრუნველსაყოფად, რეკომენდაციების ნუსხა შეადგინა.
დოკუმენტი, უკრაინის უსაფრთხოების საერთაშორისო გარანტორებად აშშ-ს, დიდ ბრიტანეთს, კანადას, პოლონეთს, იტალიას, გერმანიას, საფრანგეთს, ავსტრალიას, თურქეთს, სკანდინავიისა და ბალტიისპირეთის, ასევე ცენტრალური ევროპის ქვეყნებს მოიაზრებს.
ისრაელის მოდელი
დოკუმენტის თანაავტორი, ანდერს ფოგ რასმუსენი ამბობს, რომ „კიევის უსაფრთხოების კომპაქტი“, ერთგვარად, ისრაელის მოდელზე დაყრდნობით შეიქმნა.
ასევე ნახეთ: ამერიკა და ისრაელი პირობას დებენ, რომ ირანი ბირთვულ იარაღს ვერ მიიღებსათწლეულების განმავლობაში შეერთებული შტატები, ისრაელს თავდაცვის და საგარეო პოლიტიკის სფეროში კრიტიკულ დახმარებას უწევს. 1948 წელს, მისი დაარსებიდან დღემდე, ამერიკულ სამხედრო მხარდაჭერას, ისრაელის თავდაცვაში კრიტიკული როლი აქვს. ეს „განსაკუთრებული ურთიერთობა“ ამერიკის საგარეო პოლიტიკის ერთი-ერთი უცვლელი ნაწილია. ისრაელი მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან დღემდე, მთლიანობაში გაცემული ამერიკული დახმარების ნომერ პირველი მიმღებია. თუმცა კიევისგან განსხვავებით, მას დაუდასტურებლად, თუმცა არსებულ ცნობებით, ბირთვული იარაღი აქვს.
ისრაელსა და ამერიკას შორის თანამშრომლობა კიდევ ერთხელ დადასტურდა ივლისში, როცა აშშ-ისრაელის ერთობლივი დეკლარაცია გამოიცა, რომელსაც მხარეებმა ხელი, პრეზიდენტ ბაიდენის ისრაელში ვიზიტისას მოაწერეს.
„შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ კიევის უსაფრთხოებას, ისრაელის მოდელზე დაყრდნობით ვაშენებთ. არავის ეპარება ეჭვი, რომ თუ ისრაელს თავს დაესხმებიან, ამერიკა თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმს გააკეთებს იმისთვის, რომ ისრაელს ჰქონდეს ყველა საშუალება, საკუთარი თავი დაიცვას. და ეს არის ის, რაც უკრაინის შემთხვევაში იმუშავებს - ადგილზე [სხვა ქვეყნების] ჯარისკაცების გარეშე, მაგრამ ყველა საჭიროების უზრუნველყოფით“ - აცხადებს რასმუსენი.
აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენისა და ისრაელის პრემიერ-მინისტრ იაირ ლაპიდის მიერ ხელმოწერილ ერთობლივ დეკლარაციაში ნათქვამია, რომ შეერთებული შტატები „ეროვნული ძალის ყველა ელემენტს“ გამოყენებს იმისთვის, რომ ირანს არასდროს მიეცეს ბირთვული იარაღის შეძენის საშუალება.
ასევე ნახეთ: ბაიდენი უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემების გადაცემას დაჰპირდაგარდა ამისა, დეკლარაციაში ნათქვამია, რომ „შეერთებული შტატები იმეორებს თავის მტკიცე ვალდებულებას, შეინარჩუნოს და გააძლიეროს ისრაელის შესაძლებლობები, შეაკავოს მისი მტრები და [დაეხმაროს ისრაელს] თავად დაიცვას საკუთარი თავი, ნებისმიერი მტრისგან თუ საფრთხეთა კომბინაციისგან.“
სწორედ ეს არის დეკლარაციის ის ნაწილი, რომელზეც რასმუსენი "კიევის უსაფრთხოების კომპაქტში" მიუთითებს - თავდაცვის შესაძლებლობების სრული უზრუნველყოფა იმისთვის, რომ უკრაინამ თავად შეძლოს საკუთარი თავის დაცვა.
„უკრაინამ უნდა შეძლოს თავი დაიცვას რუსეთის ნებისმიერი თავდასხმისგან - ეს არის „კიევის უსაფრთხოების კომპაქტის“ არსი. ამისთვის საჭიროა ძალიან ძლიერი უკრაინული შეიარაღებული ძალები; საჭიროა გაძლიერებული თანამშრომლობა დაზვერვის სფეროში - უკრაინასა და მის პარტნიორებს შორის; საჭიროა უკრაინული ძალების წვრთნა, ერთობლივი წვრთნები. ჩვენ გვჭირდება ავაშენოთ უკრაინის ძლიერი თავდაცვის სექტორი. ასე რომ, ეს არის ვალდებულება, რომლესაც პოტენციური გარანტორი საელმწიფოები აიღებენ“ - ამბობს რასმუსენი, „ატლანტიკურ საბჭოში“ გამართულ დისკუსიაზე.
უსაფრთხოების საერთაშორისო გარანტიები უკრაინისთვის
როგორ იმუშავებს ამგვარი გაერანტიები, უკრაინაზე თავდასხმის შემთხვევაში? - დოკუმენტში ნათქვამია, რომ უსაფრთხოების გარანტიები უნდა იყოს, როგორც მუდმივი, რათა დაეხმაროს უკრაინის თავდაცვის გაძლიერებას, გრძელვადიან პერსპექტივაში, ასევე, ამავე გარანტიებით, შესაძლებელი უნდა იყოს ადაპტაცია, საფრთხის დონის შესაბამისად. ამასთან, გარანტორები ჩართულნი უნდა იყვნენ სამშვიდობო პროცესში.
დოკუმენტი ამბობს, რომ უსაფთრთოების დასაცავად უკრაინას დასჭირდება:
- უსაფრთხოების გარანტიები, რომლებიც იურიდიული და პოლიტიკური ვალდებულება იქნება - გარანტორებს შორის დადებული სავალადებულო შეთანხმება.
- ერთობლივი დოკუმენტის გარდა, გარანტორებმა უნდა აიღონ განგრძობითი, ერთობლივი სამართებლივი და პოლიტიკური ვალდებულებები უკრაინის წინაშე, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების, ასევე საკანონმდებლო ორგანოების დონეზე.
- გარანტიათა ნაწილი იქნება ღია და განგრძობითი: ისინი მოიცავს წვრთნასა და სწავლებას, ინვესტიციებს თავდაცვაში და თანამშრომლობას, ასევე, იარაღის მიწოდებას.
- აგრესიის შემთხვევაში, ერთობლივი დოკუმენტში მითითებული უნდა იყოს გარანტორების ვალდებულება, ყველა ეროვნული ელემენტის, კოლექტიური ძალაუფლების გამოყენების შესახებ და მიიღოს შესაბამისი ზომები, - რაც შეიძლება მოიცავდეს დიპლომატიურ, ეკონომიკურ და სამხედრო საშუალებებს, რათა უკრაინამ შეაჩეროს აგრესია, აღიდგინოს სუვერენიტეტი, უზრუნველყოს საკუთარი უსაფრთხოება და სამხედრო უპირატესობა, მისი შეკავებისა და და ყოველგვარი საფრთხისგან თავის დასაცავად.
- გარანტიების ტერიტორიული ფარგლები ვრცელდება უკრაინის მთელ ტერიტორიაზე, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
დოკუმენტის მიხედვით, გრძელვადიანი თავდაცვისთვის უკრაინას სჭირდება:
- მაღალი მზადყოფნის შეიარაღებული ძალები, რომელსაც შეუძლია ეფექტიანად და ძლიერად უპასუხოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას.
რეკომენდაციის ავტორები, ხაზს უსვამენ ნატოს მადრიდის სამიტის კომუნიკეს, რომელიც ხაზგასმით აღნიშნავს უკრაინის „სასიცოცხლო“ როლს, ევროატლანტიკური სივრცის სტაბილურობაში. მთავარ გარანტორებს ამგვარი და სხვა მხარდაჭერით, უკრაინას უნდა შეეძლოს ძლიერი ტერიტორიული თავდაცვის განვითარება, რომლის საბოლოო მიზანი შეკავება და აგრესიის აქტებისგან თავის წარმატებით დაცვა იქნება.“
- უკრაინული ძალების მასიური წვრთნა; უკრაინის ტერიტორიაზე, საერთაშორისო ტრენერებისა და მრჩეველების მონაწილეობით, უკრაინული და პარტნიორების ძალების ერთობლივი მანევრირების პროგრამა.
- თავდაცვის მოწინავე სისტემები.
- თავდაცვის ტერიტორიული ძალებში სავალდებულო სამსახური 18 წელზე უფროსი ასაკის ყველა სამოქალაქო პირისთვის.
ავტორები ფიქრობენ, რომ აქტიური გაწვევის მქონე ქვეყნების მოდელის მიხედვით, უკრაინას სჭირდება, ტერიტორიული თავდაცვის საკმარისად დიდი ძალები შეინარჩუნოს მშვიდობიან პერიოდში, მათ შორის, სარეზერვო სამსახური, რომლის გამოძახებაც სამხედრო სამსახურში საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება.
Your browser doesn’t support HTML5
დოკუმენტში ნათქვამია, რომ უკრაინა ევროკავშირის წევრობის გზაზე დგას და ამასთან, გაცხადებული აქვს მისწრაფება, ნატოს წევრობისკენ. ეს არჩევანი კი სრულ ინტეგრაციამდე, უკრაინას ფინანსურ და სამხედრო ხასიათის სარგებელს მოუტანს. დოკუმენტი ამბობს, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში, ევროკავშირისა და ნატოს წევრობა, უკრაინის უსაფრთხოებას გრძელვადიანად უზრუნველყოფს, თუმცა წევრობამდე უკრაინას უსაფრთხოების გარანტიები სჭირდება.
ანდერს ფოგ რასმუსენი, პოტენციური გარანტორი ქვეყნებდან, პირველი შეერთებულ შტატებს ეწვია და ვაშინგტონში შეხვედრები გამართა. „ყველამ ვიცით, რომ შეერთებული შტატების აქტიური მხარდაჭერის გარეშე, უსაფრთხოების კომპაქტი არასდროს განხორციელდება“ - ამბობს რასმუსენი.
მას შემდეგ, რაც 24 თებერვალს, რუსეთი უკრაინაში კიდევ ერთხელ შიეჭრა და სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო, კიევმა ვაშინგტონისგან, 4 ოქტომბრის მონაცემებით, 16,8 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების დახმარება მიიღო.
ასევე ნახეთ: “წითელი ტელეფონი“ ისევ რეკავს - რუსეთის ბირთვული რიტორიკა და ამერიკის პასუხი