ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაიდენი უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემების გადაცემას დაჰპირდა


უკრაინაში განახლებული მასშტაბური, რუსული საჰაერო იერიშების შემდეგ პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინელ კოლეგას კიდევ ერთხელ ესაუბრა. ბაიდენმა დაგმო რუსული იერიში და დაღუპულთა და დაჭრილთა გამო მწუხარება გამოთქვა.

პრეზიდენტმა ბაიდენმა პირობა დადო, რომ ამერიკა გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას თავდაცვის მიმართულებით და კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს მიაწვდის.

თეთრი სახლის მიერ უკრაინელ კოლეგასთან, ბაიდენის სატელეფონო ზარის თაობაზე გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, პრეზიდენტმა ბაიდენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გრძელდება ჩართულობა მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად იმისთვის, რომ რუსეთმა პასუხი აგოს მის მიერ ჩადენილი ომის დანაშაულებისთვის და კრემლმა პასუხი აგოს. უკრაინას კი დაეხმარონ უსაფრთხოების, ეკონომიკის და ჰუმანიტარული მიმართულებით.

10 ოქტომბერს უკრაინის მასშტაბით რუსეთმა საჰაერო დაბომბვა განაახლა. თავდასხმის სამიზნე თვეების შემდეგ პირველად კვლავ გახდა ქვეყნის დედაქალაქიც. ამ ფონზემ, უკრაინა აგრძელებს კონტრშეტევას აღმოსავლეთითა და სამხრეთით რუსული ჯარის წინააღმდეგ.

XS
SM
MD
LG