ნიუ-იორკის პოლიცია ამ დრომდე ეძებს პირს ან პირებს, რომლებმაც მეგაპოლისში მდებარე რუსეთის საკონსულოს შენობა წითელი საღებავით შეღებეს.
ფაქტი პარასკევს მოხდა და გამოძიებაც იმავე დღეს დაიწყო. ნიუ-იორკის პოლიციაში ამბობენ, რომ ამ დრომდე მომხდარზე არავინ დაუკავებიათ, გამოძიება კი ვანდალიზმის ფაქტზე მიმდინარეობს.
საკონსულოს შენობა ნიუ-იორკში მას შემდეგ შეღებეს წითელი საღებავებით, რაც რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინაში ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებული ე.წ. რეფერენდუმების საფუძველზე, უკრაინის დამატებით 4 რეგიონი რუსეთს მიუერთა და ამ ნაბიჯით მეზობელი ქვეყნის ტერიტორიის ანექსიას აგრძელებს.
კადრები ნიუ-იორკიდან.
Facebook Forum