ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი: ზაპორიჟიის ელექტროსადგური ახლა რუსეთის ტერიტორიაზეა


მოსკოვი აცხადებს, რომ უკრაინის რეგიონების ფორმალური ანექსიის შემდეგ, ზაპორიჟიის ატომურ ელექტროსადგურზე მიმდინარე ოპერაციების ზედამხედველობა ახლა მის ხელში იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებზე დაყრდნობით, სახელმწიფო ტელევიზია "რია ნოვოსტი" ავრცელებს

რუსეთის შეიარარღებულმა ძალებმა ზაპორიჟიის ატომურ ელექტროსადგურზე კონტროლი მარტში დაამყარეს, მალევე, მას შემდეგ, რაც უკრაინაში კიდევ ერთხელ შეიჭრნენ. მაგრამ, სადგურის უკრაინელი თანამშრომლები იქ მუშაობას განაგრძობდნენ და მართავდნენ მის ფუნქციონირებას. მოსკოვი და კიევი თვეების განმავლობაში ერთმანეთს სადგურისა და მისი მიმდებარე ტერიტორიების დაბომბვაში ადანაშაულებდნენ და ბირთვული კატასტროფის საფრთხის შექმნაში სდებდნენ ბრალს.

"ზაპორიჟიის ატომური ელექტროსადგური ახლა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზეა და შესაბამისად მისი ფუნქციონირება ჩვენი შესაბამისი სააგენტოების ზედამხედველობის ქვეშ მოხდება", - ამბობს საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ვერშინინი.

ჯერჯერობით უცნობია, როგორ აპირებს რუსეთი სადგურზე მუშაობას ან ეცდება თუ არა იქაური სპეციალისტების საკუთაარი თანამშრომლებით ჩანაცვლებას. კიდევ ერთი სახელმწიდო მედია "ტასი" იტყობინება, რომ საერთაშორისო ატომური ენერგოსააგენტოს ხელმძღვანელი რაფაელ გროსი უახლოეს დღეებში მოსკოვში ჩავა და სადგურზე არსებულ ვითარებას განიხილავს.

რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონს, რომლის თანახმადაც უკრაინის 4 რეგიონი, მათ შორის ზაპორიჟია, რუსეთის შემადგენლობაში უნდა მოექცეს. ამის საფუძვლად კი ე.წ. რეფერენდუმებს და მათ შედეგებს ასახელებს, რომელთაც დასავლეთი უკანონოდ, არალეგიტიმურად, ყალბად მიიჩნევს. მოსკოვს ამჟამად არც ერთ ამ რეგიონზე სრული კონტროლი არ აქვს დამყარებული.

XS
SM
MD
LG