ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

“ალიანსის ღია კარის პოლიტიკა" გრძელდება სტოლტენბერგის პასუხი


კიევის განაცხადს დაჩქარებულად მოხდეს ნატოში უკრაინის მიღება ცოტა ხნის წინ, ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ბრიფინგზე გამოეხმაურა. ის ამბობს, რომ ალიანსის კარი ღიაა და პროცესი, რომელიც დაწყებულია უნდა გაგრძელდეს.

„ყველა დემოკრატიას ევროპაში აქვს უფლება განაცხადი შეიტანოს, ნატო-ს კარი ღია რჩება. მხარს ვუჭერთ უკრაინის უფლებას აირჩიოს საკუთარი გზა და უსაფრთხოების სტრუქტურები. ჩვენი მთავარი ფოკუსი ახლა უკრაინისთვის სწრაფი დახმარების აღმოჩენაზეა,“- თქვა მან.

რაც შეეხება ანექსიას, სტოლტენბერგი ამბობს, რომ რუსეთის ეს ქმედება „სისუსტეზე მიუთითებს“ და ნატო გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. აქვე სტოლტენბერგი განმარტავს, რომ რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების ანექსირება, „ყველაზე სერიოზული ესკალაციაა“, რაც ომის დაწყების შემდეგ მოხდა.

„ნატო მხარს უჭერს უკრაინას და დაუჭერს იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება. დონეცკი უკრაინაა, ლუჰანსკი უკრაინაა, ხერსონი უკრაინაა, ზაპორიჟიე უკრაინაა “_ ამბობს სტოლტენბერგი.

ნატოს გენერალურმა მდივანმა მოსკოვი კიდევ ერთხე გააფრთხილა და თქვა, რომ თუ რუსეთი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს ამას „მძიმე შედეგები მოჰყვება“

„უკრაინაში ატომური იარაღის გამოყენებას მძიმე შედეგები მოჰყვება. არის რისკი უკრაინის გარეთ ესკალაციის. სწორედ ამიტომ, ძალებს ვგზავნით ალიანსის აღმოსვლეთით. ნატოს მიზანია უკრაინის მხარდაჭერა და ესკალაციის თავიდან არიდება. ასევე მესიჯს ვუგზავნით პუტინს, თუ რა მოჰყვება ატომური იარაღის გამოყენებას,“- ამბობს სტოლტენბერგი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG