ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ზურაბიშვილი: "ყალბი რეფერენდუმის გაფორმებას არანაირი ლეგიტიმაცია არ აქვს"


საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, უკრაინაში ყალბი რეფერენდუმის გაფორმებას არ აქვს ლეგიტიმაცია და არც მომავალი აქვს. ტვიტერის გვერდზე ის აქვეყნებს ამ განცხადებას, რითაც ეხმაურება რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მიერ უკრაინის ოთხი რეგიონის ანექსიაზე ხელმოწერას.

„ყალბი რეფერენდუმის გაფორმებას, იმისათვის, რომ გაამყარო საერთაშორისო სამართლის მკაფიო დარღვევა და ძალისმიერi ანექსია, არანაირი ლეგიტიმაცია და მომავალი არ აქვს.

ჩვენ უარვყოფთ საერთაშორისო სამართლის ასეთ უხეშ დარღვევას და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისადმი ჩვენს სრულ მხარდაჭერას!“,- წერს საქართველოს პრეზიდენტი.

დღეს, 30 სექტემბერს ვლადიმირ პუტინმა ოთხი უკრაინული რეგიონის ანექსირებას ხელი მოაწერა. საუბარია დონეცკის, ლუჰანსკის, ხერსონისა და ზაპორიჟიის რეგიონებზე, რომელიც დღეს მოსკოვმა რუსეთის ტერიტორიებად გამოაცხადა.

პარალელურად კი მოსკოვი ამბობს, რომ თუ რომელიმე მათგანზე თავდასხმა მოხდება, ეს იქნება თავდასხმა რუსეთის ფედერაციაზე. პუტინმა თქვა, რომ რუსეთი „მათ არ უღალატებს“.

XS
SM
MD
LG