პენტაგონი უკრაინას დამატებით $1,1 მილიარდის ღირებულების დახმარებას გაუწევს. ამით, ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში, უკრაინისთვის გაწეული დახმარების ჯამური ოდენობა, თითქმის $17 მილიარდამდე აღწევს.
უახლესი პაკეტი მოიცავს დამატებით 18 „ჰაიმარსს“ - მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემას და მისთვის განკუთვილი საბრძოლო მასალის დაფინანსებას. აშშ-ის თავდაცვის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ „ჰაიმარსები“ უკრაინის ტერიტორების დაცვაში, ძალზედ ეფექტური აღმოჩნდა.
აქამდე, ვაშინგტონს კიევისთის, უკვე მიწოდებული აქვს 16 „ჰაიმარსი“. შეერთებული შტატების თავდაცვის უწყების მაღალჩინოსანმა, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ შემდგომი 18 „ჰაიმარსის“ სისტემის შესაძენად, უწყებამ პროცესი დაიწყო, რადგან მის წარმოებას და შემდეგ მიწოდებას, „წლები“ დასჭირდებოდა.
უკრაინისთვის გამოყოფილი დახმარების უახლესი პაკეტი ასევე აფინანსებს იარაღისა და აღჭურვილობის შესყიდვას უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივის ფარგლებში, რომელიც აფინანსებს კონტრაქტებს, რომლებიც ორიენტირებულია უკრაინის გრძელვადიან თავდაცვისა და უსაფრთხოების საჭიროებებზე.
თავდაცვის დეპარტამენტის მაღალჩინოსნის თქმით, 1.1 მილიარდი დოლარის პაკეტიდან, უკრაინისთვის სხვა იარაღისა და აღჭურვილობის მიწოდებას ორი თვიდან- ორ წლამდე დრო დასჭირდება. მათ შორისაა უპილოტო თვითმფრინავების საწინააღმდეგო სისტემები, რომლებსაც რუსეთი იყენებს უკრაინის ჯარების წინააღმდეგ, 22 რადარი, დაახლოებით 150 „Humvee“, დაახლოებით 150 ტაქტიკური მანქანა იარაღის მისაბმელისთვის, ათობით სატვირთო მანქანა და მისაბმელი, ჯავშნები, აღჭურვილობა კომუნიკაციებისთვის, თვალთვალისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების განადგურებისთვის.
პენტაგონის განცხადებით, მას შემდეგ, რაც რუსულმა ძალებმა უკრაინის წინააღმდეგ ირანული უპილოტო დრონების გამოყენება დაიწყო, დღის წესრიგში ამ იარაღის წინააღმდეგ ბრძოლის აუცილებლობა დადგა.
გარდა ამისა, პენტაგონი აცხადებს, რომ რუსეთში გამოცხადებული მობილიზაციის ფარგლებში, მობილიზებული რეზერვისტების „მცირე რაოდენობას“ ხედავს. ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაციის ბრძანება, ვლადიმირ პუტინმა 21 სექტემბერს გასცა და მიზნად 300 000 რეზერვისტის მობილიზება დაასახელა.
მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, რუსეთს ათობით ათასი მამაკაცი ტოვებს და მეზობელი ქვეყნებისკენ მიემართება, მათ შორის საქართველში.