ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ახალი დახმარების პაკეტი უკრაინას


დღეს ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტმა უკრაინისთვის პრეზიდენტ ბაიდენის მიერ დამატებით 625 მილიონი დოლარის დახმარების შესახებ განაცხადა. უსაფრთხოების სფეროსთვის განკუთვნილი ეს განცხადება დაადასტურა თეთრმა სახლმაც დღევანდელ ბრიფინგზე.

პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის ახალი დახმარების შესახებ სატელეფონო საუბრისას შეატყობინა. ამ საუბრისას ამერიკის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები არასდროს აღიარებს რუსეთის მიერ უკრაინული ტერიტორიების ანექსიას.

“პრეზიდენტმა ბაიდენმა პირობა დადო, რომ გააგრძელებს რუსული აგრესიისგან უკრაინის დახმარებას და მხარდაჭერას რუსეთის თავდასხმის წინააღმდეგ", - თქვა თეთრი სახლის პრესმდივანმა კარინ ჟან-პიერმა. დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს დამატებით იარაღს და აღჭურვილობას, მათ შორის 4 HIMARS-ს, საარტილერიო სისტემებსა და საბრძოლო მასალას, ასევე ჯავშანმანქანებს - დაკონკრეტებულია თეთრის სახლის განცხადებაში და ასევე აღნიშნულია, რომ პრეზიდენტმა ბაიდენმა დაადასტურა შეერთებული შტატების მუდმივი მზაობა საფასური დააკისროს ნებისმიერ პირს, უწყებასა და ქვეყანას, რომელიც მხარს უჭერს რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიის ანექსიას.

XS
SM
MD
LG