უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანი, დაახლოებით, 36 მილიარდი ევროა. ეროვნული დაცული ტერიტორიების მილიონობით ჰექტარი კვლავ საფრთხის ქვეშაა. ამ ინფორმაციას უკრაინის გარემოს დაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უკრაინის დაცული ტერიტორიების ერთი მეხუთედი განადგურების საფრთხის წინაშეა. ოფიციალურად უკვე დაფიქსირებულია გარემოს დაზიანების, დაახლოებით, 2 000 შემთხვევა. გარემოს დაცვის მინისტრი რუსლან სტრილეტსმა ამ ზიანის ამსახველი კადრები ორშაბათს სტრასბურგში ევროკავშირის კანონმდებლებს წარუდგინა.
უკრაინის მთავრობის შეფასებებით, ამ დრომდე უკრაინაში ომით გამოწვეული ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული ზიანის ოდენობა 25 მილიარდ ევროს აღწევს, 11.4 მილიარდი ევრო კი ნიადაგისთვის მიყენებული ზიანის აღმოსაფხვრელადაა საჭირო.
უახლესი ტექნოლოგების გამოყენებით გაკეთებული გაანგარიშებით, სტრილეტსის თქმით, 7 თვის განმავლობაში ჰაერში 31 მილიონი ტონა CO2 გაიფრქვა, დაახლოებით, ამავე ოდენობის გაფრქვევა ფიქსირდება მთელი წლის განმავლობაში მაგალითად ახალ ზელანდაში. მინისტრის განმარტებითვე, აღდგენითი სამუშაოების დაწყების შემდეგ ატმოსფეროში შესაძლოა 79 მილიონამდე ტონა სათბური გაზი კიდევ გაიფრქვეს.