უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, დღეს დიდი შვიდეულის ლიდერებს საჰარეო თავდაცვის იარაღს თხოვს. უკრაინა ამ ტიპის იარაღს დიდი ხანია ითხოვს, თუმცა ეს თემა ბოლო დღეებში მას შემდეგ გააქტიურდა, რაც რუსეთმა უკრაინაში, ბოლო ორ დღეში 10-ზე მეტი სამოქალაქო ობიექტი დაბომბა.
დაბომბვას, კიევში სულ მცირე 6 ადამიანი ემსხვერპლა. ზაპორიჟიაში, გარდაცვლილია, მინიმუმ, ერთი ადამიანი, ხოლო ქალაქ ლვივის ნაწილი ელექტრო ენერგიის გარეშეა დარჩენილია. უკრაინაში საჰაერო განგაშის მომასწავებელი სირენები უკვე მეორე დღეა გადაბმულად ესმით მოქალაქეებს.
ქვეყნის დანარჩენი ნაწილიც უშუქოდაა დარჩენილი. ამის მიზეზი კი ორშაბათს, რუსეთის მხრიდან განხორციელებული საჰაერო შეტევა იყო. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაბომბვების ამ სერიას, უკრაინის მასშტაბით 19 ადამიანი ესმხვერპლა.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, ორშაბათს განხორციელებულ დაბომბვას შურისძიება უწოდა ყირიმის ხიდის აფეთქების საპასუხოდ. პარალელურად, რუსეთის შიგნით, კრემლზე სულ უფრო იზრდება ზეწოლა უკრაინაში წამოწყებულ ომში წარუმატებლობის გამო.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი და დიდი შვიდეულის ლიდერები დღეს საგანგებოდ, ონლაინ შეიკრიბებიან, რათა უკრაინისთვის დამატებითი დახმარების გადაცემის საკითხი განიხილონ. ისინი ასევე, პრეზიდენტ ზელენსკის სიტყვით გამოსვლას მოუსმენენ, რომლის დროსაც ის საჰაერო თავდაცვის სისტემებს მოითხოვს, როგორც ქვეყნისთვის მიმდინარე ომში "ნომერ პირველ პრიორიტეტს".
ბაიდენმა უკვე გასცა პირობა, რომ უკრაინა დამატებით მიიღებს საჰაერო თავდაცვისთვის საჭირო ტექნიკას, თუმცა დამტებითი დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.