რუსეთის მოსახლეობაში, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის მიმართ, ყურადღება და შეშფოთება შემცირდა. ნოემბრის კვლევის შედეგებს, რუსეთში მოქმედი ანალიტიკური ცენტრი „ლევადა“ ავრცელებს.
ასევე ნახეთ: სახეები ფრონტის ხაზიდან - ფოტორეპორტაჟი ბახმუტიდან და ლიმანიდან12 დეკემბერს გამოქვეყნებულ კვლევაში, „ლევადა ცენტრი“ ამბობს, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების მხარდაჭერა კვლავ მაღალია. ამასთან, გამოკითხულთა ნახევარზე მეტს, სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყება სურს. შედარებითი უმრავლესობა მიიჩნევს, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომი, რასაც კრემლი „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს, წარმატებით მიმდინარეობს. გამოკითხულთა დიდი ნაწილი ასევე ფიქრობს, რომ ომი ექვსი თვე და მეტი ხანი გაგრძელდება.
ნოემბრის მიწურულს, სექტემბრის მონაცემებთან შედარებით, რუსეთის იმ მოსახლეობის წილი, ვინც უკრაინის წინააღმდეგ ომს ყურადღებით აკვირდება, შემცირდა: „ძალიან ყურადღებით“ მოვლენებს ნოემბერში, გამოკითხულთა 23% აკვირდებოდა, სექტემბერში ეს მაჩვენებლი 32% იყო. „საკმაოდ ყურადღებით“ მოვლენებს თვალს 35% ადევნებს, სექტემბერში ეს მავენებლი 34% იყო. გამოკითხულთა დანარჩენი ნაწილი, უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე რუსეთის ომში განვითარებულ მოვლენებს, განსაკუთრებული ყურადღების გარეშე, ან საერთოდ არ აკვირდება.
უკრაინასთან დაკავშირებულ მოვლენებს, გამოკითხულთა შორის, ყველაზე ყურადღებით უფროსი ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენლები (55 წლის და უფროსი) აკვირდებიან. ამ ჯგუფში 72%, მოვლენებს ყურადღებით ადევნებს თვალს. 40-დან 54 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში, რესპონდენტთა 59% მოვლენათა განვითარებას ყურადღებით მიჰყვება, დაახლოებით ნახევარი 25-დან 39 წლამდე ასაკობრივი ჯგუფიდან და 28% 18-დან 24 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში.
ასევე ნახეთ: ამერიკის სენატში რუსეთის ქმედებები გენოციდად შეაფასესმიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, გამოკითხულთა შორის, შეშფოთება კვლავ მაღალია, თუმცა წინა ორ თვესთან შედარებით კლება შეინიშნება, - „ძალიან შეშფოთებულია“ 42%, ოქტომბერში ეს მაჩვენებლი 58% იყო. „ლევადა ცენტრი“ აცხადებს, რომ ე.წ. „ნაწილობრივი“ სამხედრო მობილიზაციის შოკი გადის.
მხარდაჭერა რუსეთის შეიარაღებული ძალების მიმართ
გამოკითხვა აჩვენებს, რომ რუსეთის მოსახლეობაში კვლავ მაღალია უკრაინაში მებრძოლი რუსეთის შეიარაღებული ძალების მიმართ მხარდაჭერა: 74% მას მხარს უჭერს. უკრაინაში რუსეთის შეარაღებული ძალების მოქმედებას არ ემხრობა 20%, ხოლო 7% -ს კი პასუხის გაცემა უჭირს.
Your browser doesn’t support HTML5
უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებებს, მხარდაჭერის ყველაზე მაღალი მაჩვენებელის უფროს ასაკობრივ ჯგუფებში აქვს, - 40-54 წლის, ასევე 55 წლის და უფროს ასაკში და 75%-ს შეადგენს. მხარდაჭერა ყველაზე ნაკლებია 18-24 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში, თუმცა, მათ შორის მხარდაჭერას გამოკითხულთა 62% გამოხატავს.
სამხედრო მოქმედებების გაგრძელება თუ სამშვიდობო მოლაპარაკებები?
ნოემბერში გამოკითხულთა 41 პროცენტი მიიჩნევს, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო მოქმედებები „დანამდვილებით უნდა გაგრძელდეს“ ან „უნდა გაგრძელდეს“, 53% მხარს სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებას უჭერს.
Your browser doesn’t support HTML5
უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო მოქმედებების შესახებ განწყობები ასეთია: 42% ამას „რუსეთის სიამაყედ“ აღიქვამს, 34%-ს „შიშის და საშინელების“ განცდა აქვს, 11-11%-თვის ეს „სიბრაზის, აღშფოთების და შოკის“ განცდას ქმნის.
გამოკითხულთა 54% ფიქრობს, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი, წარმატებით პროგრესირებს, 32% კი ფიქრობს, რომ ის წარუმატებელია.
„მსოფლიო ყოველთვის რუსეთის წინააღმდეგ იყო“
რატომ გმობს ქვეყნების დიდი ნაწილი უკრაინის მიმართ რუსეთის ქმედებებს? ამ კითხვას, გამოკითხულთა 36% პასუხობს, რომ „ისინი ბრმად ემორჩილებიან შეერთებულ შტატებსა და ნატოს“. 31% ფიქრობს, რომ „მსოფლიო ყოველთვის რუსეთის წინააღმდეგ იყო“, 19-19% ფიქრობს, რომ ეს ქვეყნები „დასავლური მედიის დეზინფორმაციის მსხვერპლია" და „შიშობენ, რომ რუსეთი მათთანაც ისევე იმოქმედებს, როგორც უკრაინის შემთხვევაში".
Your browser doesn’t support HTML5
კვლავ იზრდება წარმოდგენა, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი ხანგრძლივი იქნება. გამოკითხულთა მხოლოდ 17%-ს მიაჩნია, რომ საომარი მოქმედებები ექვს თვემდე გაგრძელდება (აგვისტოში ეს მაჩვენებელი 24% იყო). გამოკითხულთა 64%-ს მიაჩნია, რომ საომარი მოქმედებები ექვს თვეზე მეტხანს გაგრძელდება - აგვისტოში ასე 57% ფიქრობდა.