ჩინეთი მოგზაურობასთან დაკავშირებული შეზღუდვის შემსუბუქებას ორშაბათიდან გეგმავს. ეს პოტენციურად შეამცირებს იმის ალბათობას, რომ კოვიდ-19-ის კუთხით ცხელ წერტილებად მიჩნეული ადგილების მონახულების შემდეგ, ადამიანებს კარანტინის გავლა მოუწევთ. ანალიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ შესაძლოა ეს იყოს ჩინეთის მკაცრი პანდემიური პოლიტიკის გასვლის ნაწილი, რამაც ქვეყანაში ფართომასშტაბიანი პროტესტი გამოწვია.
შუაღამისას, სმარტფონებისთვის განკუთვნილი აპლიკაცია, რომელიც ქალაქებსა და პროვნციებს შორის ადამიანების მოგზაურობას აფქსირებდა, გაითიშება. თუმცა, აქტიური რჩება აპლიკაცია, რომელიც კოვიდ-19-ით ინფიცირებული ადამიანების გადაადგილებას აკონტროლებს. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ პანდემიის სამართავად შექმნილ ამ აპლიკაციებს, ჩინეთის კომუნისტური პარტია, პროტესტის ჩასახშობათაც იყენებს.
კოვოდ-19-თან დაკავშირებული მკაცრო წესების ნაწილის შეწყვეტის შესახებ, ხელისუფლებამ განცხადება გასულ კვირაში გააკეთა. ჩინეთმა, სამი წლის განმავლობაში, მსოფლიოში ყველაზე მკაცრი შეზღუდვები აწარმოა. მკაცრი წესები მოიცავდა თითქმის მუდმივ ტესტირებას, განუსაზღვრელი ვადით ლოქდაუნებს და ა.შ.
გასულ თვეში, დედაქალაქ პეკინსა და რამდენიმე სხვა ქალაქში, შეზღუდვების წინააღმდეგ აგორებული საპროტესტო ტალღა, ლიდერის, სი ძინ პინისა და კომუნისტური პარტიის მმართველობის დასრულების მოთხოვნაში გადაიზარდა. ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ მმართველი პარტიის წინააღმდეგ, მსგავსი პროტესტი ჩინეთში ათწლეულების განმავლობაში არ ყოფილა.
პანდემიის წინააღმდეგ დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქებით მიღებულ გარკვეულ შვებას, თან ერთვის შეშფოთება ინფექციის ახალი ტალღის შესახებ, რომელსაც ზოგიერთ რეგიონში, პოტენციურად შეუძლია ჯანდაცვის სისტემის გადატვირთვა.
შეზღუდვების შემსუბუქება, ასევე მოცავს ტესტირების მკვეთრ ვარდნას, მაგრამ ინფიცირების შემთხვევები მაინც სწრაფად იზრდება. ჩინეთმა, ორშაბათს, ინფიცირების 8500 ახალი შემთხვევის შესახებ განაცხადა. ამით, ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობამ 365 312-ს მიაღწია. ეს მაჩვენებელი, პირველი ოქტომბრის მონაცემებზე ორჯერ მეტია.