ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანში საპროტესტო აქციის კიდევ ერთი მონაწილე ჩამოახჩვეს


ირანის ისლამურმა რესპუბლიკამ კიდევ ერთი ადამიანი დასაჯა სიკვდილით. ადგილობრივი მედიის ცნობით, ადამიანი, რომელიც ჩამოახჩვეს, საპროტესტო აქციებში ღებულობდა მონაწილეობას.

მაჯიდ რეზა რაჰნავარდის ცხედარი ქალაქ მაშჰადში ადგილობრივებმა გამთენიისას, ერთ-ერთ სამშენებლო ობიექტზე ამწეზე ჩამოკიდებული იპოვეს. რაჰნავარდს თავზე შავი ტომარა ჰქონდა ჩამოცმული, ხელ ფეხი კი შეკრული ჰქონდა.

სასამართლომ მაჯიდ რეზა რაჰნავარდი „ღვთის წინააღმდეგ ომის გამოცხადებაში“ დაადანაშულა. რაჰნავარდს ირანის უსაფრთხოების ძალების ოფიცრების დაჭრასა და მკვლელობაში ედებოდა ბრალი.

აქციები ქვეყანაში მას შემდეგ დაიწყო, რაც ირანში 22 წლის ქურთი ქალი მაჰსა ამინი გარდაიცვალა, მაშინ როცა ის მორალის პოლიციის მიერ იყო დაკავებული და მისივე მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა. ამინის გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი გულის შეტევა გახდა, თუმცა ოჯახი ამბობს, რომ ახალგაზრდა ქალს ფიზიკური დაზიანებები აღენიშნებოდა. ამინი პოლიციამ ჰიჯაბის არასწორი ტარების ბრალდებით დააკავა.

საპროტესტო ტალღის მსგავსი მასშტაბები, რომელიც ირანში ამინის გარდაცვალებას მოჰყვა, ანალიტიკოსების შეფასებით, ქვეყანას 1979 წლის შემდეგ არ ახსოვს.

სიკვდილით დასჯის პრაქტიკა და ფორმები
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:03:09 0:00

ადამიანის უფლებადამცველი ჯგუფები ამბობენ, რომ აქციების დროს სამთავრობო ძალებმა ათასობით ადამიანი დააკავეს და ასობით ადამიანი აქციების დროს მიღებული დაზიანებების შედეგად დაიღუპა.

დაკავებულთაგან ისლამურმა რესპუბლიკამ აქციის მეორე მონაწილე დასაჯა სიკვდილით. პირველი კი მათ გასულ კვირაში ჩამოახჩვეს.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG