ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი ამბობს, რომ ამერიკა სტამბოლის მოლაპარაკებებში კონსტრუქციულად არ იქცევა


ორშაბათს, რუსეთმა ამერიკის შეერთებული შტატები სტამბოლში გამართულ დიპლომატიურ მოლაპარაკებების დროს არაკონსტრუქციულობაში დაადანაშაულა. თუმცა, რუსეთის წარმომადგენლმა, იქვე დაამატა, რომ თურქეთის ეს ქალაქი ხელსაყრელი ადგილია მოლაპარაკებებისთვის.

ამერიკის ცენტრალური დაზვერვის სააგენტოს დირექტორს, უილიამ ბერნსსა და რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორს, სერგეი ნარიშკინს შორის შეხვედრა გასულ თვეს, ანკარაში შედგა. ამ შეხვედრამ დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია იმასთან დაკავშირებით, ხომ არ დაიწყო ამერიკა-რუსეთს შორის გარკვეული მოლაპარაკებები.

გასულ კვირას, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ორი ქვეყნის სადაზვერვო სამსახურების შეხვედრა ამერიკის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მოითხოვა. პუტინისვე თქმით, ორი ქვეყნის სადაზღვერვო სამსახურებს შორის კონტაქტი გრძელდება.

რაც შეეხება, სტამბოლის შეხვედრას, გასულ პარასკევს, რუსი და ამერიკელი დიპლომატები შეხვდნენ ისეთი ტექნიკური საკითხების განსახილველად, როგორიცაა მაგალითად ვიზების გაცემა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე და თურქეთში ამერიკის საელჩო ავრცელებენ.

"სტამბოლი მოსახერხებელი ადგილია ასეთი კონტაქტებისთვის",- თქვა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი ვერშინინმა რუსულ სააგენტო "რიასთან" საუბრის დროს.

"შემიძლია ვთქვა, რომ [ასეთი] კონტაქტები გამოსადეგია, მაგრამ, სამწუხაროდ, ამერიკული მხრიდან კონკრეტული მიზნისკენ მიმართულ კონსტრუქციულ ნაბიჯებს ვერ ვხედავთ", - ამბობს რუსი დიპლომატი.

XS
SM
MD
LG