ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შენგენის ქვეყნებსა და ხორვატიას შორის სასაზღვრო კონტროლი უქმდება


ახალი წლიდან ხორვატიასა და შენგენის ზონის სხვა ქვეყნებს შორის სახმელეთო და საზღვაო საზღვრებზე კონტროლი გაუქმდება. გადაწყვეტილება შენგენის საბჭომ მიიღო და ის ეტაპობრივად ამოქმედდება.

სახმელეთო საზღვარზე კონტროლი 1 იანვრიდან გაუქმდება, რაც შეეხება საჰაერო საზღვრებს ახალი წესი 2023 წლის 26 მარტს ამოქმედდება. 2023 წლის 1 იანვრიდან ხორვატია ასევე დაიწყებს შენგენის ვიზების გაცემას და ჩაერთვება შენგენის ზონის სისტემაში.

„მოხარული ვარ რომ ხორვატიამ შეძლო როგორც ევრო, ასევე შენგენის ზონაში გაერთიანება. დარწმუნებული ვარ რომ ჩვენი წარმატება გზას გაუხსნის სხვა ქვეყნებს“, - ამბობს ხორვატიის შინაგან საქმეთა მინისტრი ვიტ რაკუშანი.

რაკუშანი აქვე განმარტავს, რომ ხორვატია მხარს დაუჭერს შენგენის ზონაში ბულგარეთისა და რუმინეთის გაწევრიანებას.

ხორვატია ევროკავშირში 2013 წლის ივლისში გაწევრიანდა, რატიფიკაციის პროცესი კი ივნისში დასრულა. იმისათვის რომ შენგენის ზონის წევრი გახდეს ქვეყანა დამატებითი პროცედურები იყო საჭირო, რომლებიც ხორვატიამ 2021 წელს დააკმაყოფილა, მოიყვანა კანონმდებლობა და სასაზღვრო კონტროლი სრულ შესაბამისობაში, რასაც შენგენის საბჭო მოითხოვს. ამის შემდეგ საბჭომ ხორვატიისთვის შენგენის ზონაში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა.

ამ დროისთვის შენგენის ზონა 26 ქვეყანისგან შედგება. მათ შორის არ არის ბულგარეთი, კვიპროსი, ირლანდია, რუმინეთი და გაერთიანებული სამეფო.

XS
SM
MD
LG