ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი 40 წელზე მეტი ხნის ამუნიციის გამოყენებას იწყებს, ამბობს ამერიკელი სამხედრო მაღალჩინოსანი


რუსეთის სამხედრო ამუნიცია იწურება რის გამოც, მოსკოვი ძველი, მათ შორის 40 წელზე მეტი ხნის დამზადებულ ჭურვებსა და სხვა ამუნიციის გამოყენებისთვის ემზადება. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ამერიკელი სამხედრო მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს. პირი რომელიც „როიტერს“ ანონიმურობის დაცვით ესაუბრა ამბობს, რომ მოსკოვს კვლავ სურს მიაღწიოს მიზანს, რომელიც მან 10 თვის წინ უკრაინაში შეჭრის დროს დაისახა.

„მათ ამოიღეს მოძველებული საბრძოლო მარაგი. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ისინი მზად არიან გამოიყენონ ძველი საბრძოლო მასალები რომელთა ნაწილი წარმოებული იყო 40 წელზე მეტი ხნის წინ,“- ამბობს ის.

ამერიკელი მაღალჩინოსანი ამბობს, რომ ძველი საბრძოლო მასალის გამოყენება რისკებს შეიცავს და ის შესაძლოა არ იყოს ეფექტური.

„სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ. [ასეთი] საბრძოლო შეიარაღებამ შესაძლოა არ გაისროლოს, ან გასროლის შემდეგ არ იცი აფეთქდება თუ არა,“- ამბობს ის.

რუსული ჯარის "გასაჭირი" დასავლური სანქციების ფონზე
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:04:08 0:00

ვაშინგტონში ამბობენ, რომ რუსეთი სამხედრო ამუნიციის შევსებას ცდილობს ირანიდან და ჩრდილოეთ კორეიდან. სამხედრო მაღალჩინოსანი „როიტერს“ ეუბნება, რომ თუ რუსეთი ძველი სამხედრო შეიარაღების გამოყენებას არ დაიწყებს ან არ შეიტანს შეიარაღებას სხვა ქვეყნიდან, მისი საბრძოლო მასალა 2023 წელს ამოიწურება.

„ჩვენ ვაფასებთ ამას ცეცხლის სიჩქარით. რუსეთი იყენებს არტილერიასა და სარაკეტო საბრძოლო მასალას ისე, რასაც ჩვენ სრულყოფილ მოხმარებას ვუწოდებთ, როგორც სარაკეტო ასევე საარტილერიო მასალის. მათ ამის გაკეთება ალბათ 2023 წლის დასაწყისამდე შეუძლიათ,“- ამბობს ამერიკელი სამხედრო მაღალჩინოსანი „როიტერთან“ საუბრის დროს.

გაეროში დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელი ამბობს, რომ რუსეთი რომელმაც ირანისგან უკვე მიიღო უპილოტო საფრენი აპარატები, ახლა ცდილობს შეიძინოს ბალისტიკური რაკეტები, სანაცვლოდ კი ირანს უპრეცედენტო დონის სამხედრო და ტექნიკურ მხარდაჭერას სთავაზობს.

ბარბარა ვუდვორდი ამბობს, რომ დიდი ბრიტანეთი თითქმის დარწმუნებულია, რომ რუსეთი იარაღის მიღებას ცდილობს ჩრდილოეთ კორეიდან და სხვა მკაცრი სანქციების ქვეშ მყოფი ქვეყნებიდან, რათა სამხედრო ამუნიციის მხრივ დეფიციტი შეავსოს.

რუსეთი უარყოფს, რომ ჩრდილოეთ კორეიდან იარაღის მიღებას ცდილობს, ირანმა კი თავისმხრივ დაადასტურა რომ რუსეთს უპილოტო საფრენი აპარატები გაუგზავნა. რუსეთში ამბობენ, რომ უკრაინაში ირანული საფრენი აპარატები არ გამოუყენებიათ.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG