ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინის პრემიერ-მინისტრი საჰაერო თავდაცვის სისტემებს ითხოვს


უკრაინაში ტემპერატურის ვარდნასთან ერთად რუსეთი განზრახ ესხმის თავს უკრაინის ენერგო სისტემას, რის გამოც მილიონობით უკრაინელი სუსხიანი ზამთრის პირობებში წყლის, ელექტროენერგიის და გათბობის გარეშეა დარჩენილი. უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიჰალი ამბობს, რომ უკრაინას სჭირდება უფრო მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემა, რათა მოიგერიოს საჰაერო იერიშები.

პრემიერმა შმიჰალმა დამატებითი საჰაერო თავდაცვის იარაღი საჭიროების შესახებ ფრანგულ მაუწყებელ LCI-სთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს უკრაინელი მოსახლეობის დასაცავად კრიტიკულად მნიშვენლოვანია. მისი თქმით, უკრაინას ახლა ძალიან სჭირდება „პატრიოტები“, რომელიც ამერიკული „ხმელეთი-ჰაერის“ კლასის სარაკეტო კომპლექსია.

შმიჰალი აქვე ამბობს, რომ რუსეთის ქმედებების მიზანია უკრაინა ზამთრის განმავლობაში დატოვოს ცივი და ბნელი, უკრაინის მოსახლეობა კი აიძულოს დატოვოს ქვეყანა და თავი ევროპას შეაფაროს.

ის, რომ უკაინიდან ევროპაში დევნილთა რაოდენობა გაიზრდება ამას ადასტურებს მონაცემებიც. პოლონეთის პრეზიდენტის თქმით, ბოლო პერიოდში თავშესაფრის მაძიებელ უკრაინელთა რაოდენობა გაიზარდა.

„პოლონეთში ლტოლვილების რაოდენობა გაიზარდა, დაალოებით, 3 მილიონამდე. ეს, ალბათ, ასევე ნიშნავს მათი რაოდენობის ზრდას გერმანიაში“ - თქვა პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ ბერლინში გერმანიის პრეზიდენტთან შეხვედრის დროს.

მილიონობით უკრაინელმა ქვეყანა მას შემდეგ დატოვა, რაც რუსეთმა 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო. გარკვეული პერიოდის შემდეგ ლტოლვილთა ნაწილი სამშობლოში დაბრუნდა, თუმცა როგორც ჩანს, ახლა უკრაინელთა ნაწილი კვლავ იძულებულია დატოვოს ქვეყანა და უსაფრთხო თავშესაფარი იპოვოს.

ომი უკრაინაში მეათე თვეა გრძელდება, ამ პერიოდის განმავლობაში რუსეთი სავარაუდო ომის დანაშაულებში არაერთხელ ამხილეს. საუბარია ადმიანების გატაცებაზე, წამებასა და მასობრივ მკვლელობებზე. ამასთან რუსულ ჯარს იერიშები მიაქვს საცხოვრებელ სახლებზე, ეკლესიებზე, სკოლებზე, საბავშვო ბაღებზე, საავადმყოფოებზე და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, რის გამოც მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი დიდია.

XS
SM
MD
LG