ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰოჯესი: ველოდები რომ უკრაინა აგვისტოში ყირიმს გაათავისუფლებს


ევროპაში შეერთებული შტატების არმიის ყოფილი მთავარსარდალი, თადარიგის გენერალი ბენ ჰოჯესი ამბობს, რომ უკრაინა რუსულ საკომუნიკაციო ხაზებსა და სამეთაურო შტაბებზე თავდასხმებს მთელი ზამთრის განმავლობაში გააგრძელებს, რაც კიევს საშუალებას მისცემს წინ წაიწიოს ყირიმის გათავისუფლებისკენ.

„უკრაინის გენერალური შტაბი გააგრძელებს რუსეთის სამეთაურო ცენტრებსა და საკომუნიკაციო (ლოჯისტიკის) ხაზებზე დარტყმებს, მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში, თებერვლამდე. რათა შექმნას გადამწყვეტი მომენტი ყირიმის გათავისუფლებისთვის. მე ველოდები, რომ ისინი [უკრაინელი სამხედროები] ყირიმს აგვისტოში გაათავისუფლებენ".

კიევმა არაერთხელ განმარტა, რომ დასავლეთის მხარდაჭერით უკრაინას აქვს შესაძლებლობა განაგრძოს კონტრშეტევა ზამთრის განმავლობაში. ანალიტიკოსები აბობენ, რომ დასავლეთის დახმარებით უკრაინა გაზაფხულზე შეძლებს უფრო სწრაფად გაათავისუფლოს რუსეთის მიერ ოკუპირებული ქალაქები, რადგან კიევი შეძლებს ზამთრის განმავლობაში რესურსების მობილიზებას და შევსებას.

ზამთარი ფრონტის ხაზზე - რა გეგმა აქვს უკრაინას
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:04:14 0:00

ამერიკა და პარტნიორი სახლემწიფოები ამბობენ, რომ უკრაინის დახმარება გაგრძელდება მანამ, სანამ უკრაინა სრულად არ აღადგენს საკუთარ სურვერენიტეტისა და ტერიტორიულ მთლიანობას.

XS
SM
MD
LG