საფრანგეთის მონაცემთა დაცვის სააგენტო მოითხოვს, რომ ეფლს კონფიდენციალურობის წესების დარღვევისთვის 6 მილიონი ევროს (6,3 მილიონი ამერიკული დოლარი) გადახდა დაეკისროს.
როგორც მარეგულირებელი განმარტავს, მიზეზი ეფლის (IOS14) ოპერაციული სისტემის პროგრამული უზრუნველყოფა ევროკავშირის კონფიდენციალურობის მოთხოვნებთან შეუთავსებლობაა.
საუბარი ეხება ე.წ. „თრექინგ გამჭვირვალობის“ ფუნქციას, რომლითაც ეფლის მომხმარებლებს შეუძლიათ ამა თუ იმ პროგრამას მისცენ უფლება შეაგროვოს მისი მონაცემები სარეკლამო ბაზისთვის. მარეგულირებელი თვლის, რომ ეს ფუნქცია ეფლს აძლევს საშუალებას აწარმოოს საკუთარი მიზნობრივი სარეკლამო კამპანიები.
საფრანგეთის მონაცემთა დაცვის სააგენტოს თქმით, ეს ფუნქცია შეუსაბამოა ევროკავშირის ელექტრონული კონფიცენციალურობის დირექტივასთან.
ამ დროისთვის ცნობილი არ არის დაკმაყოფილდება თუ არა საფრანეთის მონაცემთა დაცვის სააგენტოს მოთხოვნა და მოუწევს თუ არა ეფლს ჯარიმის გადახდა. ამერიკულ კომპანიას ამ დროისთვის განცხადება არ გაუვრცელებია.