უკრაინის აღმოსავლეთით რუსულ და უკრაინულ ძალებს შორის შეტაკებები გრძელდება. პარალელურად, პარიზში გამართული შეხვედრისას კიევის დასავლელმა მოკავშირეებმა ქვეყანას ზამთრის სიძლეებთან გასამკლავებლად 1 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყვეს.
რუსული ძალები ცდილობს ლუჰანსკისა და დონეცკის იმ ტერიტორიების ხელში ჩაგდებას, რომლებსაც ახლა უკრაინა აკონტროლებს. "ისინი ძალიან ძლიერად გვბომბავენ, განსაკუთებით ღამით" , - ამბობს 70 წლის დევნილი ვალენტინა, რომელსაც ქალაქ ბახმუტის დატოვება მოუხდა. ქალაქს და მის შემოგარენზე ახლა ყველაზე მწვავე იერიშებია. გამუდმებული დაბომბვის გამო ქალაქი თითქმის სრულიად განადგურებულია. მძიმედაა დაზიანებული ქალაქი ავდიივკაც, რომელიც რეგიონის ცენტრში მდებარეობს. უკრაინის გენერალური შტაბი აცხადებს, რომ რუსეთი ამ ორივე ქალაქის ხელში ჩასაგდებად ბრძოლას აგრძელებს.
მილიონობით ადამიანი დაზიანებული ენერგოინფრასტრუქტურის გამო კვლავ ელექტროენერგიისა და გათბობის გარეშეა დარჩენილი. რუსული მხარე უკრაინულ ენერგოობიექტებს კვლავ რაკეტებითა და დრონებით უტევს.
"სახლი ყოველ წუთს ზანზარებდა. ყოველ წამს ელი, რომ ის ნაწილებად დაიშლება და ეს იქნება დასასრული. ძილიც შეუძლებელია. ამიტომ გადავწყვიტე წასვლა", - ამბობს ვალენტინა, რომელმაც ბახმუტი დატოვა და თავი ნათესავების სახლს სხვა დასახლებაში უნდა შეაფაროს.
დონეცკის საოკუპაციო ძალების ლიდერი დენის პუშილინი ამბობს, რომ ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ნახევარზე მეტი უკვე "გათავისუფლებულია". თუმცა მწვავე შეტაკებების გამო ჟურნალისტებს უჭირთ დამოუკიდებლად იმის დადასტურება თუ რა ტერიტორიებს აკონტროლებს ამჟამად უკრაინული და რას - რუსული მხარე.
პარიზში 70-მდე ქვეყანამ და ორგანიზაციამ უკრაინისთვის წყლის, სურსათის, ენერგიის, ჯანდაცვისა და ტრანსპორტის მიმართულებით 1 მილიარდი დოლარი გამოყო. ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინას ახლა სულ მცირე 800 მილიონი ევრო სჭირდება.
ვოლოდიმირ ზელენსკის მსოფლიო ლიდერებს კვლავ თანამედროვე ჯავშანტექნიკა, არტილერია და გრძელი რადიურის მქონე იარარი სთხოვა. "დიდი შვიდეულის" ლიდერებს უკრაინის პრეზიდენტმა სპეციალური "გლობალური მშვიდობის სამიტის" მოწყობის იდეის მხარდაჭერისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.
შეხვედრაზე, საფრანგეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ არსებობს შეთანხმება იმის თაობაზე, რომ [რუსებმა] უკრაინის ზაპორიჟიის ატომური ელექტროსადგურიდან მძიმე საბრძოლო ტექნიკა გაიტანონ დ ამის შესახებ მოლაპარაკებები გრძელდება.
გასული 24 საათის განმავლობაში დონეცკის რეგიონში 3 სამოქალაქო პირის გარდაცვალების შედეგად გახდა ცნობილი. ამის შესახებ გუბერნატორი პავლო კირილენკო წერს. ხერსონის რეგიონის გუბერნატორის თქმით კი, რუსეთის საარტილერიო იერიშებს 3 ადამიანი ემსხვერპლა, 15 კი - დაიჭრა. მისი თქმით, ამ ხნის განმავლობაში მათ ხერსონის რეგიონი 57-ჯერ დაბომბეს.
ამ მოვლენების პარალელურად, ბელარუსი შეიარაღებული ძალების მზაობას ამოწმებს. ამის შესახებ თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას.
ბრიტანეთმა სამშაბათს რუსეთის შეიარაღებული ძალების 12 მეთაური სანქციების სიაში შეიყვანა. ამის მიზეზი სწორედ უკრაინის ქალაქებზე სარაკეტო იერიშებია. სანქცირებულთა სიას შეემატნენ ირანელი ბიზნესმენებიც, რომლებიც ბრიტანეთის განმარტებით ამ თავდასხმებისთვის დრონების წარმოებასა და მიწოდებაში არიან ჩართულნი.