ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„მოჩვენებების ქალაქი“ - რუსეთი მარიუპოლის აღდგენას აგრძელებს


2022 წლის ივნისში მას შემდეგ, რაც რუსებმა ალყაშიმოქცეული უკრაინის ქალაქი მარიუპოლი აიღეს, კრემლმა პირობა დადო რომ ქალაქს აღადგენდა და მას სიცოცხლეს დაუბრუნებდა.

მარიუპოლი თითქმის 3 თვის განმავლობაში იყო რუსეთის მიერ ალყაში მოქცეული. კიევის ინფორმაციით, რუსული ჯარი ბომბავდა სახლებს, საბავშვო ბაღებს, სკოლებს, თავშესაფრებს. უკრაინის ხელისუფლება მაშინ ამბობდა, რომ მარიუპოლში არსებული შენობების 80 პროცენტი სრულად განადგურებული ან მნიშვნელოვნად დაზიანებული იყო.

ოფიციალური ინფორმაციით რუსეთის მეირ კონტროლირებულ უკრაინულ ქალაქში სულ მცირე 25 000 ადამიანი დაიღუპა, ასობით ათასმა კი მარიუპოლიც და ქვეყანაც დატოვა. რუსეთმა მარიუპოლზე კონტროლი სრულად მას შემდეგ მოიპოვა, რაც აზოვსტალის ბატალიონის წევრები მტერს 16 მაისს ჩაბარდნენ.

მარიუპოლში კრემლის მიერ დანიშნული ადმინისტრაცია თითქმის ერთი წელია ამბობს, რომ ქალაქს აღადგენს და იქ სიცოცხლეს დააბრუნებს, თუმცა მარიუპოლი ამ დრომდე მოჩვენებების ქალაქს ჰგავს.

თუმცა მარიუპოლში მართლაც აშენდა რამდენიმე შენობა, ნაწილი გარემონტდა, თუმცა სწრაფად აშენებული შენობების მდგრადობასა და ხარისხზე სპეციალისტების ნაწილს კითხვები აქვთ. როგორც ჩანს, შესაძლოა ეს შენობები არ იყოს მყარი და ცხოვრებისთვის უსაფრთხო.

„ისინი სწრაფად აშენებენ, მაგრამ ხარისხის კუთხით, ნამდვილად ვერაფერს ვიტყვი,“- ამბობს „რადიო თავისუფლებასთან“ ელექსტრიკოსი რომანი, რომელიც მარიუპოლში ცხოვრობდა და შემდეგ თავი რუსეთს შეაფარა. რომანი „რადიო თავისუფლებას“ უყვება, რომ რუსებმა მარიუპოლში შენობების ასაშენებლად მშენებლები აზიიდან ჩაიყვანა. მისივე თქმით, შენობების დიდ ნაწილს სერიოზული პრობლემები აქვს.

მარიუპოლი, უკრაინა - 2023 წლის მარტი
მარიუპოლი, უკრაინა - 2023 წლის მარტი

„ხარისხი ძალიან ცუდია, ეს დარწმუნებით შემიძლია გითხრათ,“ - ამბობს მარიუპოლის მერის მრჩეველი პეტრო ანდიუშჩენკო, რონელიც ახლა მარიუპოლიდან შორს თუმცა უკრაინაში იმყოფება. მისი თქმით ახლა რუსები არემონტებენ იმას რაც თავად გაანადგურეს.

ოფიციალური ინფორმაციით მარიუპოლში ომამდე 426 000 ადამიანი ცხოვრობდა, უცნობია რამდენმა მარიუპოლელმა შეაფარა ომის შემდეგ თავი რუსეთს და რამდენი წავიდა დასავლეთის ქვეყნებში.

ახლა მარიუპოლი თითქმის ცარიელია, სვიეტლანა ამბობს, რომ „ის ჰგავს მოჩვენებების ქალაქს“. „რადიო თავისუფლებასთან“ საუბრის დროს ის ამბობს, რომ მარიუპოლში უკვე მეოთხედ ჩავიდა, რათა თავისი მოხუცებული ნატესავები მოინახულოს. „ყველაფერი განადგურებულია, ატმოსფერო ძალიან მძიმეა“ ამბობს ის.

„ფიზიკურად რთულია აქ ცხოვრება... ლივტები არ მუშაობს, ონკანის წყალი არ ისმევა. გიწევს წყალი იყიდო, შემდეგ მაღაზიიდან სახლში უნდა მიიტანო და აზიდო,“ - ამბობს სვიეტლანა.

მარიუპოლის ქრონიკა
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:07:32 0:00

უკრაინელები, რომლებიც მარიუპოლში დაბრუნდენენ ამბობენ, რომ ქალაქში საჭმლის შოვნა რთულია, რთულად იშოვება წამლებიც. ოლჰა კიდევ ერთი მარიუპოლელი „რადიო თავისუფლებას“ უყვება, რომ ბანკომატებთან დაუსრულებელი რიგებია. სულ რამდენიმე ბანკომატია სადაც ქალაქის მაცოხვრებლები რიგში საათობით დგანან და რუბლების აღებას ცდილობენ. რიგებია, რუსეთის პასპორტების ასაღებადაც.

რუსეთის მიერ კონტროლირებულ მარიუპოლში მცხოვრები ადამიანების ნაწილს დახმარების აღება სჭირდება. ოლგა ყვება, რომ პაკეტი, რომელსაც დახმარების სახით იღებენ ძალიან მწირია. „რადიო თავისუფლებასთან“ საუბრის დროს ოლჰა ამბობს, რომ შეხვდა ქალს, რომელმაც მას აჩვენა დახმარების პაკეტი, მისი თქმით პაკეტში იყო რამდენიმე ხორცის კონსერვი და მაკარონი.

„მაღაზიები სავსეა საკვებით, მაგრამ ის ხელმისაწვდომია მხოლოდ სამხედროებისთვის და მშენებლებისთვის, რომლებიც იღებენ ნორმალურ შემოსავალს, ადგილობრივებისთვის ის ძალიან ძვირია,“ - ამბობს ოლჰა.

ბევრი უკრაინელი, რუსეთის მიერ კონტროლირებულ ქალაქში დაბრუნებას არ აპირებს. კიევი ამბობს, რომ კონტრშეტევისთვის ემზადება და ოკუპირებულ ქალაქებს გაათავისუფლებს.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG