ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სტოლტენბერგი კიევში ჩავიდა


ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი დამწვარი რუსული ტანკების ფონზე, კიევი, უკრაინა, 20 აპრილი 2023
ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი დამწვარი რუსული ტანკების ფონზე, კიევი, უკრაინა, 20 აპრილი 2023

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი კიევში იმყოფება. მისი უკრაინაში ვიზიტის თაობაზე წინასწარი ინფორმაცია გასაჯაროებული არ იყო.

ეს ნატოს გენერალური მდივნის პირველი ვიზიტია უკრაინაში მას შემდეგ, რაც 2022 წლის თებერვალში რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

სტოლტენბერგი 20 აპრილს კიევის ცენტრში, წმინდა მიხეილის მოედანს ეწვია, სადაც პატივი მიაგო დაღუპული უკრაინელი სამხედროების ხსოვნას. საკუთარი ტვიტერის გვერდზე სტოლტენბერგმა დაწერა: "დიდი პატივია კიევში დაბრუნება და პრეზიდენტ ზელენსკისთან შეხვედრა. უკრაინის კუთვნილი ადგილი არის ნატოში და დროთა განმავლობაში ჩვენი მხარდაჭერა ხელს შეუწყობს ამის მიღწევას. ჩვენ ვდგავართ თქვენ გვერდით დღეს და კიდევ დიდი ხნის მანძილზე".

რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრიდან დაახლოებით ნახევარი წლის შემდეგ, 2022 წლის სექტემბერში, უკრაინამ ნატოში გაწევრიანების ოფიციალური განაცხადი წარადგინა.

უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, 2021 წლის დეკემბერში, რუსეთმა აშშ-ისა და ნატოსგან მოითხოვა უსაფრთხოების გარანტიები. მათ შორის აღმოსავლეთით ნატოს გაფართოების შეწყვეტა და უარი ალიანსში უკრაინისა და საქართველოს მიღებაზე. 2022 წლის იანვარში, ნატომ და აშშ-მა რუსეთის ამ მოთხოვნას უარით უპასუხეს. 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის არმიამ უკრაინის ტერიტორიაზე სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

XS
SM
MD
LG