ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინა რამშტაინის შეხვედრაზე მეტ იარაღს ითხოვს


გერმანიაში, ამერიკის რამშტაინის ბაზაზე კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა. უკრაინა მოკავშირეებს გრძელრადიუსიანი იარაღის, საბრძოლო თვითმფრინავებისა და ამუნიციის მიწოდების გაძლიერებას სთხოვს.

ამერიკის სახელმწიფო მდივანი, ლოიდ ოსტინი ამბობს, რომ შეხვედრა ძირითადად საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და ამუნიციის შესახებ იქნება ფოკუსირებული. მსოფლიო უკრაინის მხრიდან რუსული საოკუპაციო ძალების წინააღმდეგ კონტრშეტევას ელოდება.

ნატოს წევრმა სახელმწიფოებმა და სხვა პარტნიორებმა უკრაინას სხვადასხვა იარაღი და ტექნიკა მიაწოდეს, თუმცა კიევი ამტკიცებს, რომ მას კიდევ უფრო ძლიერი იარაღი და მისი უფრო სწრაფად მიწოდება სჭირდება.

პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ იგივე უთხრა კიევში ჩასულ ნატოს გენერალურ მდივანსაც. "მე ვთხოვე გენერალურ მდივანს, დაგვეხმაროს გადავლახოთ ჩვენი პარტნიორების თავშეკავება იმის თაობაზე, რომ მოგვაწოდონ ზოგიერთი იარაღი, კონკრეტულად კი გრძელი რადიუსის მქონე იარაღი, თანამედროვე ავიაცია, არტილერია და ჯავშანტექნიკა", - თქვა ზელენსკიმ სტოლტენბერგთან შეხვედრის შემდეგ.

პარასკევს გენერალურმა მდივანმა თქვა, რომ პარტნიორები თანხმდებიან, რომ უკრაინა ნატოს წევრი გახდება, და რომ ვოლოდიმირ ზელენსკი ივლისში, ნატოს ვილნიუსის სამიტზე მიწვეულია. თუმცა ახლა ყურადღების ცენტრში ისაა, რომ უკრაინამ რუსეთის წინააღმდეგ გაიმარჯვოს. პარაკევს კი შესაძლოა ახალი დახმარების შესახებ გახდეს ცნობილი.

ხუთშაბათს ამერიკამ უკრაინისთვის დამატებით 325 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების შესახებ განაცხადა.

XS
SM
MD
LG