ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკაში ჩინეთის ორი მოქალაქე საიდუმლო პოლიციის განყოფილების მართვისთვის დააკავეს


ორშაბათს, ამერიკის გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტებმა ნიუ-იორკის ორი მცხოვრები, რომლებიც სავარაუდოდ ჩინურ "საიდუმლო პოლიციის განყოფილებას" მართავდნენ, მანჰეტენზე, ჩაინათაუნში დააკავეს. პროკურორებმა განაცხადეს, რომ ეს იყო პეკინის მცდელობის ნაწილია, მიაგნოს იმ ჩინელ დისიდენტებს, რომლებიც ნიუ-იორკში ცხოვრობენ.

61 წლის ლუ ჯიანვანგი და 59 წლის ჩენ ჯინპინგი ჩინეთის მთავრობის სასარგებლოდ აგენტობის შეთქმულებისა, ასევე მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის ბრალდებით დააკავეს.

"ჩვენ ვერ და არ მოვითმენთ, რომ ჩინეთის ხელისუფლებამ დემოკრატიულად განწყობილი ის აქტივისტები დასაჯოს, ვინც ამ ქვეყანაში თავშესაფარს ეძებენ",- უთხრა ბრუკლინის ფედერალურმა პროკურომა ჟურნალისტებს.

2022 წელს გამოქვეყნებულ გამოძიებაში, რომელიც ესპანეთში მდებარე ორგანიზაციამ გაავრცელა, ნათქვამია, რომ ჩინეთს საზღვარგარეთ რამდენიმე მსგავსი საპოლიციო განყოფილება აქვს გახსნილი, მათ შორის ნიუ-იორკშიც. ამ განყოფილებებში მომუშავეები ჩინეთის პოლიციასთან თანამშრომლობენ და მათ ჩინეთიდან გაქცეულ დისიდენტებსა და ოპოზიციონერებზე ინფორმაციას აწვდიან.

ჩინეთის მთავრობა არ უარყოფს მსგავსი დაწესებულებების არსებობას, მაგრამ ამბობს, რომ მათ კავშირი არ აქვთ ჩინეთის პოლიციასთან და რომ ისინი ადგილობრივი მოხალისეების მიერ იმართება. პეკინს განსხვავებული აზრი აქვს ამ ორგანიზაციების მუშაობასთან დაკავშირებითაც და აცხადებს, რომ ისინი მსურველებს საბუთების განახლებაში ეხმარებიან.

XS
SM
MD
LG