ანა კალანდაძე
ანა კალანადაძე ვაშინგტონში, ამერიკის ხმის ქართული რედაქციის ხელმძღვანელია. მან ჟურნალისტობა საქართველოში, ინგლისურენოვან "რეზონანსში" 1998 წელს დაიწყო, რომელსაც მოჰყვა მუშაობა სახელმწიფო სექტორის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში და სხვადასხვა უცხოურ კომპანიასთან თანამშრომლობა. 1999 წლიდან კი აშშ-ში პრესტიჟული სასწავლო პროგრამის დამთავრების შემდეგ, დაიწყო მისი პირველი ნაბიჯები ამერიკის ხმის ქართულ, რუსულ და ესპანურენოვან რედაქციებში.
ანა არის არაერთი სოლლიდური პროფესიული ჯილდოს მფლობელი და რედაქციის წამყვანი პროექტების ავტორი რადიო, ტელე და ინტერნეტ სივრცეში. მას თბილისში იცნობენ როგორც ჟურნალისტსა და მედია მენეჯერს, აქვს აკადემიური და პროფესიული გამოცდილება საქართველოში, ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში.