ვაშინგტონი —
ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციამ საქართველოს 140 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარება გამოუყო. დირექტორთა საბჭომ რამდენიმე დღის წინ ეს კომპაქტი, სხვანაირად, პროექტი, დაამტკიცა. გუშინ ვაშინგტონში ამ საკითხზე პრეზენტაცია გაიმართა, სადაც საბჭოს რამდენიმე წევრი და უშუალოდ კი ქვეყნებთან გაფორმებული კომპაქტების ხელმძღვანელი პირები საუბრობდნენ. სხდომას ესწრებოდა საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი-აშშ-ში არჩილ გეგეშიძეც.
ლაპარაკია ხუთ წლიან დაფინანსებაზე, რომელიც სამი ქვე-პროექტისგან შედგება. ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის აღმასრულებელი პირი-დენიელ იოჰანესი ამბობს, მორიგი კომპაქტი საქართველოში ადამიანური კაპიტალის განვითარებას მოხმარდება სამეცნიერო და ტექნოლოგიის დარგებში, და სამომავლოდ უკეთ მომზადებული სამუშაო კადრების უზრუნველყოფის ხარჯზე. იოჰანესი, როგორც სხვა გამომსვლელები ამბობენ, რომ ეკონომიკური ზრდის მთავარ კომპონენტს სწორედ ადამიანების უკეთ აღჭურვა და გადამზადება წარმოადგენს ეკონომიკის თანამედროვე დარგებში მათი სრული პოტენციის გამოვლენის და დასაქმების გზით. პრეზენტაციაზე გამომსვლელები აღნიშნავდნენ, რომ მეორე კომპაქტი, პირველი კომპაქტის წარმატებით დასრულების შემდეგ, დამტკიცდა.
რაც შეეხება ქვე-პროექტებს, ესენია: 1. ზოგადი განათლების ხარისხის განვითარებაზე ორიენტირებული ქვე-პროექტი, რომელიც შეეცდება სკოლების პედაგოგთა, და მენეჯერთა გადამზადებასა და შეფასებითი სისტემის გაუმჯობესების ხელშეწყობას. 2. სამუშაო კადრების გაუმჯობესებაზე ორიენტირებული ქვე-პროექტი, რომელიც პროფესიული კადრების გადამზადებას, განვითარებას და საბაზრო ეკონომიკაში ყველაზე მოთხოვნად სამუშაო ადგილებზე მორგებას შეეცდება. 3. სოციალური მეცნიერებების, ტექტოლოგიის, საინჟინრო და მათემატიკის დარგებში კადრების მომზადებას მაღალი ხარისხის საუნივერსიტეტო პროგრამებში მონაწლეობით. ამ შემთხვევაში იგულისხმება პარტნიორ ამერიკულ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობა და მაღალი რანგის ხარისხის პროგრამების დამუშავება.
გვაქვს საშუალება მოვისმინოთ ამერიკაში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩის ბატონი არჩილ გეგეშიძის კომენტარი:
"კვალიფიციური მუშახელი ყოველთვის არის აუცილებელი პირობა ქვეყნის მდგრადი, შეუქცევადი განვითარების. საქართველოს, რომელსაც არ გააჩნია მდიდარი ბუნებრივი რესურსები, არ ყავს მდიდარი დიასპორა უცხოეთში, უცხოური ინვესტიციებიც ყოველთვის არ შემოდის სხვადასხვა მიზეზების გამო-მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის ჩათვლით-ამ დროს კვალიფიციურ მუშახელს გააჩნია საშუალება, რომ ხელი შეუწყოს პატარა ქვეყნის მდგრად, შეუქცევად განვითარებას. კონკრეტულად, კი ეს პროექტი გახლავთ იმდაგვარი ცოდნის მიღებისთვის აუცილებელი პირობების შექმნა საქართველოში, რომელიც მოემსახურება სამრეწველო, ტექნოლოგიური, ინდუსტიული მიმართულებებით სხვადასხვა დარგების განვითარებას. ამ თვალსაზრისით, ჩაფიქრებულია ყოვლისმომცველი გეგმა, რომელიც გულისხმობს საშუალო განათლებიდან, ასევე სპეციალიზირებული და უმაღლესი განათლების დონეზე შესაძლებლობების გაძლიერებას, რათა ქართველმა პროფესიონალებმა მიიღონ ცოდნა. გათვალისწნებულია ინფრასტრუქტურის განვითარება, საუნივერსიტეტო ინფრასტრუქტურის მოწყობა, რის ფარგლებშიც იგულისხმება აშშ უნივერსიტეტებთან დაკავშირება, სასწავლო პროგრამების აყვანა დასავლური ტიპის სტანდარტებამდე, რათა სტუდენტებს მაღალი ალბათობით მიეცეთ საშუალება მიიღონ კვალიფიციური, ღირსეული სამუშაო ადგილები. რაც მთავარია ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს საქართველოში ეკონომიკურ განვითარებას, დოვლათის შექმნას და ეს საერთოდ, კეთილდღეობაზე ორიენტირებული საქმიანობა იქნება."
ათასწლეულის გამოწვევის პროგრამა სტარტს წელს, ზაფხულში აიღებს. მანამდე მიდის მუშაობა ბევრ ტექნიკურ დეტალზე პარტნიორ ქვეყნებს შორის, ისევე როგორც კერძო სექტორების მონაწილეობით იხვეწება ბევრი პროგრამული მიმართულება.
პროექტის ამერიკელი სპონსორები თვლიან, რომ პროგრამა საქართველოში წარმატებული იქნება.