ვაშინგტონი —
ბენჯამინ ფრანკლინის ტრანსატლანტიკური გაცვლითი პროგრამის ქართველი მონაწილე, მე-12 კლასის მოსწავლე საჩხერის მეორე საჯარო სკოლიდან აშშ-ს სტუმრობს. ანა მიხელიძე ფიქრობს, რომ ამერიკული გამოცდილება მისთვის ძალიან ღირებულია და აკადემიურ თუ სამომავლოდ, პროფესიულ საქმიანობაში წაადგება. მოისმინეთ მასთან ინტერვიუ, რომელიც ანა კალანდაძემ ამერიკის ხმის სტუდიაში ჩაწერა.