ვაშინგტონი —
ქართულ დელეგაციას ეუთოს ასამბლეის სხდომაზე პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე უძღვებოდა.
2 ივლისს, სტამბოლში მიმდინარე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პლენარულ სხდომაზე დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული საკითხების კომიტეტმა გამოსცსა რეზოლუცია, რომელიც მთავრობებს გამოხატვის თავისუფლების დაცვას მოუწოდებს ქუჩებსა თუ ინტერნეტ სივრცეში, ასევე მხარს უჭერს ეუთოს ქვეყნებში სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის აქტივიზმს აღნიშნული პრობლემების გამოსავლენად. ამავე რეზოლუციაში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა ეუთოს წევრი ქვეყნების მთავრობებს ტრეფიკინგთან ბრძოლას, სიკვდილით დასჯის გაუქმებასა და ინტერპოლის სამსახურის რეფორმირებისკენ მოუწოდებს.
გუშინ, პოლიტიკისა და უსაფრთხოების ერთობლივმა კომიტეტმა კიდევ ერთი რეზოლუცია გამოქვეყნა, სადაც ეუთოს საქმიანობის გააქტიურებას ითხოვს კავკასიაში. რეზოლუცია ასევე მხარს უჭერს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის კონფლიქტების დარეგულირების ძალისხმევაში ჟენევის მოლაპარაკებათა ფორმატს და ამასთან, ეუთოს მოუწოდებს უზრუნველყოს მისიის წარმომადგენლობის განახლება საქართველოში.
თუ როგორ მოხდა ამ რეზოლუციის მიღება და რა სახის დებატები უძღოდა მას გვესაუბრება საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე.